„izrune.ge ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი პროექტია, ბავშვებს მოტივაციასთან ერთად განათლებასაც აძლევს“ - ნათია სარჯველაძე
წარმატებისკენ ბიძგი, მოტივაციის ამაღლება და წახალისება - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ.
სწორედ ასეთი პედაგოგია
ბათუმის N14 საჯარო სკოლის IIIვ კლასის დამრიგებელი ნათია სარჯველაძე. ქალბატონი ნათია აწ უკვე მესამე კლასელებს პირველი დღიდანვე ხელმძღვანელობს, კლასი სამჯერ (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) გახდა სუპერ კლასის ტიტულის მფლობელი, მოსწავლეებს კი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. პედაგოგი აპირებს, რომ სტატუსი არათუ შეინარჩუნოს, თავის მოსწავლეებთან ერთად უფრო მაღალ საფეხურებს დაეუფლოს.
- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა, როდის ჩაერთეთ პროექტში?- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი პროექტია, ბავშვებს მოტივაციასთან ერთად განათლებასაც აძლევს, განსაკუთრებით პანდემიის რთულ პერიოდში იზრდება მისი მნიშვნელობა. ჩვენ პირევლივე კლასიდან ვართ ჩართული მასში. თავდაპირველად, როცა პროექტი დაიწყო, ჩემი კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ძნელაძე იყო პირველი გამარჯვებული მთელი სკოლიდან და რა თქმა უნდა და ბედნიერებით შევხვდით ამ ამბავს და წარმატების სიხარული ეს მთელ სკოლას გადაედო. ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთეთ და მივყვებით დღემდე. რამდენჯერმე გავხდით სუპერ კლასის ტიტულის მფლობელი და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.
- ასეთი შედეგის მიღწევა დიდ შრომას მოითხოვს, როგორია თქვენი გამოცდილება, როგორ ახრეხებთ, რომ ასეთი მობილიზებულნი იყვნენ თქვენი მოსწავლეები? - izrune.ge-ს მენეჯერი კვირის დასაწყისში გვაცნობებს თუ როგორი იქნება ტესტი, რაზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენც ცალკე გვაქვს მშობლების ჯგუფიც, სადაც შემდეგ ამ ყველაფერს განვიხილავთ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მშობლების დამსახურებაცაა ეს შედეგები, მარტო ვერაფერს ვერ გავხდებოდი. ეს პროექტიც სწორედ ამაზეა დაფუძნებული, რომ გუნდური მუშაობით - მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მივაღწიოთ ყველაფერს. როდესაც ტესტს გავივლით, შემდეგ ყოველთვის ვმსჯელობთ ამის შესახებ - თუ რა იყო მარტივი, რა იყო რთული. ამას ბავშვები საკმაოდ აქტიურად და მხიარულად აკეთებენ.
- შედეგების მოლოდინი როგორია, რა ემოცია გაქვთ თქვენ და მოსწავლეებს, თუ იაზრებენ ბავშვები მიღწეული წარმატების მნიშვნელობას, როგორ მოქმედებს მათ მოტივაციაზე სუპერ და მომავლის კლასის ფლობა?- როდესაც ტესტს აკეთებენ ბავშვები, ფოტოების სახით ვაგროვებ მათ შედეგებს და ვაჩვენებ ვინ რამდენი ქულა აიღო, ვის რა გაუჭირდა. კლასშიც რომ ამას განვიხილავთ, ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, მაგალითად შემდეგ ხუთშაბათს რომ უფრო მეტი იმუშაონ და მეტი ქულა აიღონ. რა თქმა უნდა ამაყობენ და გულწრფელი სიხარულით უზიარებენ ყველას თავიანთ წარმატებას, მე კიდევ მიხარია, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა გვიფასდება და ეს კიდევ მეტ სტიმულს მაძლევს, რომ წინ წავიდეთ.
- izrune.ge-ს ტესტებზე რას გვეტყოდით, როგორ შეაფასებდით, თქვენი დაკვირვებით, რა შეცვალა მოსწავლებში ამ პროექტში ჩართვამ?- izrune.ge-ს ზოგადად ყველა კლასზე მორგებული, შინაარსობრივად ზუსტად დალაგებული და მრავალფეროვანი ტესტები აქვს. რა თქმა უნდა, ვაკვირდები ამ პროცესებს და ვხედავ რომ ბავშვები იზრდებიან როგორც გონებრივად, ასევე მოტივაციაც ემატებათ. უნდათ, რომ უფრო მეტი წაიკითონ და კარგი შედეგი აიღონ. ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა თითოეული ტესტი და გამარჯვება. ბავშვებიც აღფრთოვანებული არიან წარმატებით, მათ უფრო მეტი შანსი ეძლევათ რომ მაღალ საფეხურზე ავიდნენ. ჩვენ მომავლის კლასთან ერთად გვინდა რომ საქართველოს გამორჩეულ კლასებს შორის მოვხვდეთ. მათი შემართება ხომ გადაედება სხვა კლასებს, სკოლას და აისახება მათ შედეგებზე. მიზანი ესაა - წარმატებული ვიყოთ და ამის მაგალითი სხვებმაც გადაიღონ და გაიზიარონ.
- ახალი წელი მოგვადგა კარს, საახალწლო სამზადისი და განწყობა როგორია თქვენთან?- დღეს არსებული სიტუაცია ყველამ ვიცით, რომ მაქსიმალურად შეზღუდულები ვართ რეგულაციებით, თუმცა როგორ შეიძლება ბავშვებს არ უყვარდეთ ახალი წელი, ცეკვა-თამაში და სიმღერა. ამის გარეშე ეს დღე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა ფართო ღონისძიებას ვერ ვგეგმავთ, მაგრამ გვექნება საახალწლო ფლეშმობი, დიდი სიხარულით ვემზადებით. ბავშვებისთვის ეს მცირედიც კი სიხარულის მომნიჭებელია
რადგან პანდემია ვახსენე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge-ს ტესტები საშუალებას გვაძლევს, რომ არ ამოვვარდეთ რეჟიმიდან, მუდმივად ვიყოთ მომზადებული, მუდმივად წავიკითხოთ, მოვიძიოთ ინფორმაცია, რომ ხუთშაბათის ტესტისთვის მზად ვიყოთ, არ ჩამოვრჩეთ წერასაც და კითხვასაც. ძალიანდ დიდი როლი აკისრია izrune.ge-ს ამ კუთხითაც. მადლობა თქვენ, მთელს გუნდს, რომ ზრუნავთ მოსწავლეებზე. წარმატებული და ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ.