izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
01 თებერვალი, 2022
„izrune.ge-მ მშობელი და შვილი შეკრა“ - ია გაგუა
izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ ბავშვები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი მზრუნველი პედაგოგია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის Iა კლასის დამირგებელი ია გაგუა. მზრუნველი დამრიგებლის მოსწავლეები izrune.ge-ში აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ. ია გაგუასთვის, მისი მოსწავლეების თითოეული წარმატება საამაყო და სასიხარულოა. იგი საკუთარ აღსაზრდელებს, როგორც საკუთარ შვილებს ისე უყურებს, სწორედ ამიტომ, izrune.ge-ში მათი აქტიური მონაწილეობა და წარმატებები მისთვის განსაკუთრებით საამაყოა.

- izrune.ge-ში როგორია თქვენი ისტორია?

- როგორც კი გავიგე, რომ izrune.ge-ს ტესტებში მონაწილეობა პირველკლასელებსაც შეეძლოთ, მშობელთა კრება მოვიწვიე და ვკითხე მშობლებს ჰქონდათ, თუ არა სურვილი რომ ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ. მათგან დიდი დაინტერესება წამოვიდა. ეს ტესტები პირადად მე, ძალიან მომწონს, რადგან ბავშვი მხოლოდ კლასზე და სკოლაზე დამოკიდებული არ არის. 

- ტესტირების მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თავად იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- სიმართლე გითხრათ, ბავშვები მშობლებთან ერთად იმდენად აქტიურად არიან ჩართულები, რომ ტესტირების დღეები, როდის აქვთ არც კი ვიცი. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ღებულობენ ბავშვები მონაწილეობას, რაც ძალიან მახარებს. 



- თქვენი მოსწავლეები ტესტირებაში წარმატებით და აქტიურად მონაწილეობენ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ?

- პირველ რიგში მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა - კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად მუშაობა და სიახლეები ისწავლონ. გაიგონ, რომ განათლება მხოლოდ გაკვეთილის სწავლა და დავალების შესრულება არ არის და სწორედ ამაში izrune.ge ძალიან ეხმარებათ. ეს ტესტები მათ ცოდნას უღრმავებს და იგებენ, რომ სწავლა - განათლება მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ტესტებში მათ ბევრი ცხოვრებისეული საკითხები ხვდებათ და ესეც ძალიან მომწონს. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემი მოსწავლეები პასუხებს სცემენ ტესტებს. 

- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- ჩემი თვალით დანახულს გეტყვით - izrune.ge-მ მშობელი და შვილი შეკრა. კომპიუტერთან სამუშაოდ ორივე ერთად დაჯდა.. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ მხოლოდ მასწავლებელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, izrune.ge-მ გააერთიანა. მე ვთხოვე მშობლებს, ვინაიდან პირველკლასელებმა ყველა ასო-ბგერა არ იციან, წაუკითხეთ შეკითხვები და რა პასუხსაც გაგცემთ შვილი ის მიუთითეთ ტესტებში, რადგან ბავშვი ამ დროს სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას თუ აზროვნებას. მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან და ძალიან მოსწონთ, რადგან ზოგიერთმა ისიც კი მითხრა, რომ ბავშვი დამოუკიდებლად მუშაობას და ტესტირებას პირველივე კლასიდან თუ მიეჩვევა მისთვის უფრო კარგიაო.  მე ძალიან კარგი მოსწავლეები და მშობლები მყავს, მათით უაღრესად კმაყოფილი ვარ..



- ქალბატონო ია, როგორ ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- ვფიქრობ ძალიან დიდი.. ჩემს მოსწავლეებს შვილებივით ვუყურებ, ვცდილობ ისინი ყოველგვარ სიახლეში ჩავრთო, რადგან ბავშვმა კლასის გარეთ ყველაფერი უნდა იცოდეს. დამრიგებელი მოსწავლის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს და ის მისი პირადი მაგალითია. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლის აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში ხშირად მონაწილეობა არ უწევთ?

- მე ჩემს მოსწავლეებს და არამხოლოდ მათ, მყავს თბილისიდან მოსწავლე, რომელსაც ონლაინ ვუტარებ გაკვეთილებს და მასაც კი, ვურჩევ izrune.ge-ში ჩაერთნონ. ეს ტესტები ბავშვებს ეხმარებათ, რომ დაინახონ რა აქვთ სუსტი მხარე, სად სჭირდებათ უფრო გულმოდგინე მეცადინეობა. ბავშვი, რომ ხედავს მიღებულ ქულებს ის საკითხს კვლავ უბრუნდება და არასდროს ავიწყდებდა... და კიდევ ერთი რამ რაც მომწონს სხვა ტესტირებებისგანგ ანსხვავებით, არის დიპლომები. ბავშვებში ეს უდიდეს მოტივაციას აღვიძებს.


რას ამბობენ ჩვენზე
Loading...