„იმის მიუხედავად, რომ პირველკლასელები არიან, სიხარულით აკეთებენ izrune.ge-ს ტესტებს“ - სოფიო გაფრინდაშვილი
izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ ბავშვები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.
სწორედ ასეთი მზრუნველი პედაგოგი და დამრიგებელია ქ
ალაქ თბილისის N112 საჯარო სკოლის 1ბ კლასის დამრიგებელი სოფიო გაფრინდაშვილი. ის დიდი ხანია izrune.ge-სთან თანამშრომლობს ჩართული და ეს უკვე მისი მეორე სადამრიგებლო კლასია, რომელიც პროექტში აქტიურად ჩართო. მას მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულაბა აკავშირებს, შესაბამისად მოსწავლეები მის მითითებებსა და რჩევებს ითვალისიწინებენ.
- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა და თანამშრომლობა?
- izrune.ge-ს შესახებ დიდი ხანია ვიცი. ჩემი ურთიერთობა თქვენთან დაიწყო წლების წინ, როცა ეტალონმა გამოაცხადა კონკურსი ხელნაკეთი ნაძვის ხეების და ჩემმა ნაძვის ხემ გაიმარჯვა. ჩემი წინა სადამრიგებლო კლასიც ჩართული იყო ამ შესანიშნავ პროექტში, ახლა ისინი მე-5 კლასში არიან. ყოველდღიურად ვადევნებ თვალს თქვენს გვერდს. შესაბამისად ვიყავი დაინტერესებული და სურვილიც მქონდა წელსაც ჩამერთო ბავშვები, რომლებიც ახლა პირველ კლასში არიან და სიხარულით, აქტიურად აკეთებენ izrune.ge-ს ტესტებს.
- როგორ ემზადებით ტესტირებისთვის. პირველკლასელებთან რთული არ არის ამ ფორმატში მუშაობა?- რა თქმა უნდა წინასწარ ვვარჯიშობთ, ვაწერინებ ტესტურ დავალებებს, ვასწავლი ღია და დახურულ კითხვებს. აუცილებლად დაწვრილებით განვიხილავთ თითოეულ დავალებას და კითხვას, ვის რა გაუჭირდა ან ვერ გაიგო, იმის მიხედვით ვემზადებით. ტეტსტებს რომ წერენ იმდღესვე მიგზავნიან, მიყვებიან რაც შეხვდათ რა დაიმახსოვრეს და შემდეგ განვიხილავთ, ვმსჯელობთ. ნახევარი კლასია ჩართული ამჟამად izrune.ge-ში.
- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირების მიმდინარეობითა და შედეგებით?- მშობლებიც რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან, ბავშვები მარტო ვერ ჩაერთვებიან, ამაში უფროსების დახმარება სჭირდებათ. ამის შემდეგ მშობლებსაც უჩნდებათ ინეტერესი და მოტივაცია, რაც აისახება მათ შვილებზე, ამიტომ დიდი სიხარულით მიიღეს. ისედაც, სასწავლო პროცესშიც აქტიურად არიან მშობლები ჩართული.
- თქვენ თუ გაქვთ მოსწავლეებისთვის წამახალისებელი აქტივობები?- დიახ, ვუკეთებ ფერადი ფურცლებით სიგელებს, „სმაილებს“. ქულებს მართალია არ ვწერთ, მაგრამ სიტყვიერად აუცილებლად აღვნიშნავთ თითოეულის წარმატებას. მაგალითად ვეუბნებით, რომ შენ ამ პასუხით დაიმსახურე 10 ქულა და ა.შ. ხშირ შემთხევავში ბარათებს ვჩქუნი ხოლმე სიგელის სახით.
- როგორ ფიქრობთ, რა როლის აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში ხშირად მონაწილეობა არ უწევთ?- შეიძლება ყველა ბავშვმა კარგად ვერ დაწეროს ტესტი, მაგრამ დამოუკიდებლობას სწავლობენ, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, მეტად ახდენენ მობილიზებას. ამის გარდა ეს ერთგარი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისთვის.
- ქალბატონო სოფიო, როგორ ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?- ვფიქრობ რომ დიდი როლი მაქვს არამარტო მე, არამედ თითოეულ მასწავლებელს. ჩვენ არამარტო გაკვეთილებს ვასწავლით, არამედ მეგობრობას, ურთიერთობას. მარტო მასწავლებელი არ ვარ, მათი მეგობარიც ვარ. თუ არ არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორი მეგობრობა, იქ ვერაფერს ვერ ისწავლიან, არც სკოლაში მოსვლა არ გაუხარდებათ. უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა და შედეგიც იქნება.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი მოსწავლეების წარმატება იმ ბავშვებს ვინც ჯერ izrune.ge-ში არ არის ჩართული, მოტივაციას მისცემს?- მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე იქნება, იმიტომ, რომ კარგი კლასი მყავს, ყოჩაღი ბავშვები არიან, ახლა დისტანციურზე ვართ და შემდეგში, როდესაც დავბრუნდებით კლასში, აუცილებლად შემოგვიერთდებიან.