izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
10 თებერვალი, 2022
„izrune.ge ერთადერთი პროექტია, რაზეც პანდემიის პირობებშიც მიუწვდებათ ბავშვებს ხელი“ - მადონა მიქელაძე
izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ ბავშვები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი მზრუნველი პედაგოგი და დამრიგებელია ქალაქ ბათუმის N14  საჯარო  სკოლის 2ე კლასის დამრიგებელი მადონა მიქელაძე.  ის დიდი ხანია izrune.ge-სთან თანამშრომლობს ეს უკვე მისი მეორე სადამრიგებლო კლასია, რომელიც პროექტში აქტიურად ჩართო. მას მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულაბა აკავშირებს, შესაბამისად მოსწავლეები მის მითითებებსა და რჩევებს ითვალისიწინებენ, ამიტომ ზედიზედ 5-ჯერ გახდნენ „სუპერ კლასის“ ტიტული მფლობელი, მიიღეს უმაღლესი შეფასებები და დიპლომებიც დაიმსახურეს.

- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა და თანამშრომლობა?

- ჩვენი  სკოლიდან izrune.ge-ში პირველად თინათინ ჩხაიძე, ჩვენი მასწავლებელი ჩაერთო და ძალიან ბევრი წარმატება ჰქონდა. რა თქმა უნდა ამან მოგვცა მოტივაცია, ჩვენც დავინტერესდით და ჯერ კიდევ წინა სადამრიგებლო კლასთან ერთად ჩავერთე izrune.ge-ში, მაგრამ ასე სისტემატურად, მასობრივად და ასე ერთიანად არ იყვნენ მაშინ  ჩართული. ჯერ კიდევ 1-ელი კლასიდან, როცა ამ ბავშვებმა ჯერ წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ სრულყოფილად, დავიწყეთ მშობლების დახმარებით ტესტებზე მუშაობა. ახლა უკვე მეორე კლასში ვართ და შეკითხვებს თავად პასუხობენ, მშობლებიც აღნიშნავენ, რომ წინსვლა აქვთ და დაინტერესდნენ, თქვენი დიპლომები ასევე ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს მათ.



- წელს 5-ჯერ გახდით სუპერ კალსის ტიტულის მფლობელი, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?

- თვითონაც კლასი ისე ამყვა, ისე მოსწონთ და  მონდომებით არიან ჩართული, რომ ნამდვილად მიხარია. ხშირად წინა დღეებშიც ვუგდებ მასალას, რომ აი ეს წასაკითხი გაქვთ, ზოგჯერ თავად აქეთ მახსენებენ და ასე ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ დასახული მზნებისთვის მიგვეღწია.

- ტესტირებისთვის  მომზადების პროცესი როგორია, რა წამახალისებელი აქტივობები გაქვთ კლასში?

- კი მაქვს, რა თქმა უნდა, მათთვის წამახალისებელი აქტივობები. მაგალითად ის, რომ კლასში განვიხილავთ მათ მიერ წაკითხულ კლასგარეშე ლიტერატურას, რასაც შემდეგ ვარჩევთ, კითხვებს ვუსვამ და შემდეგ მიღებული შექება, ძალიან ახარებთ და უმაღლებთ მოტივაციას.



- რას იტყვით izrune.ge-ს ტესტებზე, რას აძლევს მოსწავლეებს მასში ჩართულობა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში ხშირად მონაწილეობა არ უწევთ?

- ჯერ ის, რომ ამ პანდემიის პირობებშიც კი მოსწავლეებს შეუძლიათ სახლიდან ჩაერთონ პროექტში და სისტემატურად იმუშაონ. ასევე ზოგად განათლებას აძლევს მოსწავლეებს, რადგან ყოვლისმომცველი საკითხებს შეიცავს. იმის გარდა, რომ ყველა საგანია ჩართული, მრავალმხრივ განვითარებას აძლევს ბავშვს. მაგალითად, ჰიგიენის წესებზე კითხვები ანუ ისეთ ცოდნასაც იძლევა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. izrune.ge ერთადერთი პროექტია, რაზეც მიუწვდებათ ბავშვებს ხელი, ისეა სისტემა აწყობილი, რომ მე პირადად მსგავსი  არ გამიგია. კომფორტულიცაა და ბავშვის ყოველმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. სტიმულსაც აძლევს. ძალიან ბევრი დადებითი აქვს ამ პროექტს.

- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მშობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი გასული წლიდან დღემდე ეხმარებიან თავიანთ შვილებს ტესტების შესრულებაში და მეხმარებიან მეც, რომ დასახულ ამოცანებს მივაღწიოთ. აქ ინტერესი, რომ არ იყოს, ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებინებ, მით უფრო მთელს კლასს. ბავშვები, რომ ტესტებს დაწერენ, მერე მშობლების დახურულ ჯგუფში მიდის ამის განხილვა, ცვლიან აზრებს და ა.შ.



- ქალბატონო მადონა, როგორ ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- დამრიგებლის როლი მნიშვნელოვანია, იმიტომ ჰქვია დამრიგებელი.  ეს ბიძგი და სტიმულის მიცემა ჩემი  მხრიდან რა თქმა უნდა საჭირო იყო. ვეუნებოდი,რომ მოდი ვნახოთ რა არის, ვცადოთ, იქნებ მოგვეწონოს და ასე ავუწყვეთ ფეხი.

- ასეთი წარმატებების შემდეგ, კიდევ რა არის თქვენი მიზანი, რომელსაც გსურთ რომ მიაღწიოთ?

- რა თქმა უნდა მეტი წინსვლა. izrune.ge-ს სხვადასხვა საფეხურები აქვს: ჯერ იყო „მეგობრული კლასი“, შემდეგ „სუპერ კლასი“, ახლა „მომავლის კლასი“-ს სტატუსს გვინდა მივაღწიოთ. ეს წარმატებები ყველას გვიხარია - ბავშვებს, მშობელებს და მე. მადლობა რომ გვაძლევთ ამის საშუალებას, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.


რას ამბობენ ჩვენზე