izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ აუმაღლდეთ განათლების მოტივაცია. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნამანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.
სწორედ ასეთი პედაგოგია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის საჯარო სკოლის Vა კლასის დამრიგებელი ლია კოტრიკაძე, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად აქტიურად არის კლასთან ერთად ჩართული პროექტში და მუდმივად კლასის მოტივაციაზე ზრუნავს.
ლია კოტრიკაძე თავისი მოსწავლეებისთვის არამხოლოდ პედაგოგი და დამრიგებელია, არამედ პატარების უფროსი მეგობარი, მხარდამჭერი და წამახალისებელი. მისი ყოველდღიური მუშაობით, ბავშვები სწავლა-განათლებაში დიდი შედეგების მიღების გარდა, ღირსეულ ადამიანებადაც იზრდებიან.
- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს თანამშრომლობა და ურთიერთობა?- პროექტის შესახებ თქვენი თანამშრომლებისგან შევიტყვე, რომლებიც ახლაც ხშირად მიკავშირდებიან და სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას ტესტის თემატიკისა და სხვა დეტალების შესახებ. მე მანამდე მე-12 კლასი მყავდა და არ ვიყავი ჩართული izrune.ge -ში.
- როდესაც შემოთავაზება მიიღეთ, ყველაზე მეტად რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი?- ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რომ რაღაც თემატიკა იქნებოდა და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ იქნებოდა კითხვები. ჩავთვალე, რომ მოსწავლეები იქნებოდნენ მობილიზებულები და ეს მოტივაციას აუმაღლებდათ. როდესაც მიიღებენ კარგ შედეგებს მიგზავნიან, მახარებენ. ეს მოლოდინიც მქონდა, რომ გაუხარდებოდათ და თავისუფალი თემა იქნებოდა და თუ სხვა რამ, თავის შესაძლებლობებში დარწმუნდებოდნენ, ამიტომ ჩავერთეთ ამ პროექტში. ეს არის ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯი.
- როგორ ემზადებით izrune.ge-ს ტესტებისთვის? რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ?- ბავშვები საკმაოდ მოტივირებულები არიან და მოლოდინიც პოზიტიური აქვთ. მათი ქულებით არ ვარ უკმაყოფილო, საკმაოდ ეფექტურად ართმევენ თავს, უბრალოდ შეიძლება ტექნიკურმა ხარვეზმა შეაფერხოთ ხანდახან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოწოდების ხარისხით ან ტექნიკის გაუმართაობით იყოს გამოწვეული.
პანდემიის გამო ონლაინზე ძალიან ხშირად ვართ და ეს გარკვეულწილად ხელს გვიშლის. მაგრამ თუ კარგ შედეგებს მიიღებენ ბავშვები, კლასის წინაშე შექება და წახალისება მნიშვნელოვანია.
- რას აძლევს მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტები? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა არ უწევთ?- პირველ რიგში იმას, რომ გამუდმებით ვარჯიშობენ და ემზადებიან, ეს მოლოდინი ძალიან კარგია, ტონუსში არიან და ემზადებიან, ამის გარდა იძენენ უნარ-ჩვევებს, რაც ტესტის კეთებას სჭირდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში მობილიზებას, სისხარტეს და ა.შ. მყავს მშობლებიც, რომლებიც რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან თავიანთი შვილების შედეგებითა და მიღწევებით, მეც ყველანაირად გვერდით ვუდგავარ მათ და რითაც შემიძლია ვეხმარები.
- ქალბატონო ლია, რას ფიქრობთ, რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?ვფიქრობ, რომ დამრიგებლის როლი მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ყველასთან ძალიან ახლოს უნდა ვიყო და უნდა მენდობოდნენ, ასევე ეს ნდობადამსახურებულად უნდა მქონდეს, რომ რაღაც არ გამომეპაროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩამოყალიბდნენ ძალიან კარგ ადამიანებად.