20 აპრილი, 2023
მოემზადეთ 18 მაისის „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“
18 მაისი izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბთია“
„წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის მიზანი მოსწავლეებისთვის ქართველი და უცხოელი გენიალური მწერლების გაცნობა, კლასის შესაბამისი წიგნების და ნაწარმოებების შეთავაზება, კითხვის შეყვარება და მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებაა.
გთავაზობთ რეკომენდირებული წიგნების და ნაწარმოებების სიას კლასების მიხედვით:
I კლასი -
შიო მღვიმელი - „პაწია მერცხალი“
სულხან-საბა ორბელიანი - „ქორი, იხვი და კაკაბი“
II კლასი -
შოთა ასანიშვილი - „მერცხლები“
სულხან-საბა ორბელიანი - „მეფე და მხატვარი“
III კლასი -
იაკობ გოგებაშვილი - „მარო და მერცხალი“
სულხან-საბა ორბელიანი - „ენით დაკოდილი“ „გლახაკი და ქილა ერბო“
IV კლასი -
ვაჟა-ფშაველა - „ჩხიკვთა ქორწილი“
იაკობ გოგებაშვილი - „აბრეშუმის ჭია“
V კლასი -
ვაჟა-ფშაველა - „დათვი“, „მგელი“
მარკ ტვენი - „ტომ სოიერის თავგადასავალი“
VI კლასი -
იაკობ გოგებაშვილი - „იოთამ ზედგინიძე“
ო. ჰენრი - „ბედის ირონია“
VII კლასი -
დანიელ ჭონქაძე - „სურამის ციხე“
უოლტერ სკოტი - „აივენჰო“
VIII კლასი -
დავით კლდიაშვილი - „სოლომონ მორბელაძე“
ჯ.რ.რ. ტოლკინი - „ჰობიტი“
IX კლასი -
გურამ დოჩანაშვილი - „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“
ფრანც კაფკა - „მეტამორფოზა“
X კლასი -
გურამ დოჩანაშვილი - „ცალ-ცალკე ერთად“
ერნესტ ჰემინგუეი - „მშვიდობით, იარაღო“
XI კლასი -
გურამ დოჩანაშვილი - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
მაინ რიდი - „უთავო მხედარი“
XII კლასი -
გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“
ო. ჰენრი - „უკანასკნელი ფოთოლი“