izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
30 მაისი, 2023
შეჯამების ივნისი - 15 ივნისი „წიგნიერების ხუთშაბათია“
ყოველი თვის მესამე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათია“. პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  წიგნიერების დონის ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას უწყობს ხელს.

შეჯამების ივნისის ფარგლებში 15 ივნისის „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტში შევა 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი და მაისის „წიგნიერების ხუთშაბათის“ კითხვები.

გთავაზობთ განვლილი „წიგნიერების ხუთშაბათის“ რეკომენდებული წასაკითხი წიგნების და ნაწარმოებების სიას კლასების და თვეების მიხედვით:

I კლასი - 
სულხან-საბა ორბელიანი - „კუ და მორიელი“ „ორმოში ჩავარდნილი მეფე“ 
ნოდარ დუმბაძე - „მღერიან თუშის ბიჭები“, (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გივი ჭიჭინაძე - „დათუნია დრუნჩასა“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „სპილო და ჭიანჭველები“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ეზოპე - „კუ და კურდღელი“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

II კლასი - 
სულხან-საბა ორბელიანი - „აქლემი და ვირი“ „უტკბილესი და უმწარესი“ (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „კოჭლი კაცი“ (დეკემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მერი ბოლქვაძე - „ერთი დღე გაზაფხულის ცაზე“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ნინო ნაკაშიძე - „მამა გაახარე“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ეზოპე - „ჭაში ჩავარდნილი ვირი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

III კლასი - 
სულხან-საბა ორბელიანი - 
„მოჩივარნი ძმანნი“ „ორნი ამხანაგი და დათვნი“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გივი ჭიჭინაძე - „გამოფარფატდა პეპელა“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „მერცხალი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
რევაზ ინანიშვილი - „ჩიტუნიას ლოცვა“ (იანვარის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

IV კლასი - 
სულხან-საბა ორბელიანი - „უსამართლო შირვანშაჰი“ „მეფე და მისი შვილი“ (დეკემბერის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ვაჟა-ფშაველა - „ია“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „თამარ მეფე“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
რევაზ ინანიშვილი - „ლამაზი ცრემლები“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მუხრან მაჭავარიანი - „საბა“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

V კლასი - 
ნოდარ დუმბაძე - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
არჩილ სულაკაური - „ბიჭი და ძაღლი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი - „პატარა უფლისწული“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
რევაზ ინანიშვილი - „ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

VI კლასი - 
რევაზ ინანიშვილი – „13 წლის ბიჭი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჟიულ ვერნი - „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ნიკო ლორთქიფანიძე - „დადიანის ასული და მათხოვარი“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მაინ რიდი - „ოცეოლა“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

VII კლასი - 
რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“ (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“; გოდერძი ჩოხელი - „მგელი“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ვიქტორ ჰიუგო - „გავროში“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

VIII კლასი - 
რ.ჯ. პალაციო - „საოცრება“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გალაკტიონ ტაბიძე - „მზეო თიბათვისა“, „მამული“ (დეკემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ანა ფრანკი - „ანა ფრანკის დღიურები“  (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გოდერძი ჩოხელი - „თევზის წერილები“, „წერილი ნაძვებს“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

IX კლასი - 
ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ მზეს“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
დენილ კიზი - „ყვავილები ელჯერონისთვის“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მიხეილ ჯავახიშვილი - „მეჩექმე გაბო“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ფრანც კაფკა - „წერილი მამას“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

X კლასი - 
ნიკო ლორთქიფანიძე - „ტრაგედია უგმიროდ“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯერომ დევიდ სელენჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მიხეილ ჯავახიშვილი - „ლამბალო და ყაშა“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

XI კლასი - 
ილია ჭავჭავაძე - „გლახის ნაამბობი“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ალექსანდრე დიუმა - „გრაფი მონტე კრისტო“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ნოდარ დუმბაძე - „ნუ გეშინია დედა“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯონათან სვიფტი - „გულივერის მოგზაურობა“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)

XII კლასი - 
ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“; პაოლო კოელიო „ალქიმიკოსი“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯეკ ლონდონი - „მარტინ იდენი“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“ (დეკემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)


რას ამბობენ ჩვენზე