23 იანვარი, 2024
მოემზადეთ თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“
„წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის მიზანი მოსწავლეებისთვის ქართველი და უცხოელი გენიალური მწერლების გაცნობა, ასაკის შესაბამისი წიგნების და ნაწარმოებების შეთავაზება, კითხვის შეყვარება და მოსწავლე-ახალგაზრდებშუ წიგნიერების დონის ამაღლებაა.
მოემზადეთ თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“.
გთავაზობთ 15 თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ წასაკითხი წიგნების/ნაწარმოებების სიას კლასების მიხედვით:
I კლასი -
იაკობ გოგებაშვილი - „მკვეხარა ქოთანი“
ეზოპე - „კუ და კურდღელი“
II კლასი -
იაკობ გოგებაშვილი - „კეთილი ამხანაგები“ „ხორბალი“
III კლასი -
რევაზ ინანიშვილი - „ყინულის პაპის საჩუქარი“
ოტია იოსელიანი - „ასე მოკვდა მურია“
IV კლასი -
მუხრან მაჭავარიანი - „საბა“
იაკობ გოგებაშვილი - „ჭიანჭველები“
V კლასი -
იაკობ გოგებაშვილი - „იავნანამ რა ჰქმნა“
ჰერიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია თომას ქოხი“
VI კლასი -
რევაზ ინანიშვილი - „ბუბა და გუგა“
ჟიულ ვერნი - „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“
VII კლასი -
გოდერძი ჩოხელი - „მგელი“
ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“
VIII კლასი -
ლევან გოთუა - „კრწანისის სევდა“
ჯეკ ლონდონი - „თეთრი ეშვი“
IX კლასი -
მიხეილ ჯავახიშვილი - „მეჩექმე გაბო“
ჯონ ბოინი - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“
X კლასი -
ნიკო ლორთქიფანიძე - „ტრაგედია უგმიროდ“
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „ნაზია ღამე“
XI კლასი -
ნოდარ დუმბაძე - „ნუ გეშინია დედა“
ვიქტორ ჰიუგო - „კაცი, რომელიც იცინის“
XII კლასი -
მიხეილ ჯავახიშვილი - „არსენა მარაბდელი“
სტენდალი - „წითელი და შავი“