მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
წარმოგიდგენთ სკოლებს, სადაც სწავლა ყველა ბავშვისთვის ნამდვილი დღესასწაულია.
ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკლასო ოთახებიც კი არ არსებობს, მოსწავლეები თამაშით გადიან სასწავლო პროგრამას.
ამ შვედურ სკოლაში ოთახებს კედლები არ აქვთ. ბავშვები
საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ესწრებიან ერთგვარ „თამაშებს“ და სხვადასხვა თემატიკურ
საგნებს პრაქტიკაში სწავლობენ.
არანაირი საკლასო ოთახები. სწავლისთვის გამოყოფილია კომფორტული ზონები.
საგანმანათლებლო სივრცეები ერთმანეთისგან ფერადი, მოხატული კედლებით არის გამოყოფილი
აქ ყველას შეუძლია იპოვოს კომფორტული ადგილი დასვენებისთვის და გართობისთვის
ჰიპერაქტიური მოსწავლეებისთვის სპეციალური ბატუტის ოთახი არსებობს
თუ მოსწავლეს წიგნის წაკითხვა ან კომპიუტერით გართობა მოუნდება, მწავნესაფარიან სკამზე ძალიან კომფორტულად შეუძლია დრო გაატაროს
ამ გიმნაზიაში მოსწავლეებს შემოქმედებითად აზროვნებას ასწავლიან. გარემოც ასეთია, მომრგვალებული კიბეები და კომფორტული სასწავლო ზონები
ჩინეთის ეს სკოლა დიდი ზომებით არ გამოირჩევა, თუმცა ფიზიკური კულტურის განსავითარებლად, სპორტული მოედნები სკოლის თავზეა განთავსებული
ვარჯიში სკოლის ეზოში
ამ კიბეზე ყველას შეუძლია მათემატიკაში მისი ცოდნის დონე შეამოწმოს
ეს თანამედროვე ბიბლიოთეკა ცოცხალი ფერებითა და კომფორტული დივნებით გამოირჩევა
შიდა ეზო ორიგინალური „სკამებით“
მცირე ზომის სასკოლო სცენა, სადაც მოსწავლეებს სპექტაკლების დადგმა შეუძლიათ. თავისუფალ დროს კი ერთმანეთთან საუბარში ატარებენ
კიბე „საცობის“ თავიდან ასაცილებლად 3 ნაწილად არის დაყოფილი: ვინც ნელა მიდის, ვინც ჩქარობს და ვინც მესიჯობს
ეს ექსკურსიებისთვის განკუთვნილი სასკოლო ავტობუსია
ეს სკოლის საპირფარეშო ზედმეტ კომენტარებს არ საჭიროებს
ორიგინალური სასრიალო- მოსწავლეები გაკვეთილების დასრულების შემდეგ ეზოში „მისრიალებენ“