09 ნოემბერი, 2017
„izrune.ge განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge -ს შესახებ საუბრობს.
როგორც გიორგი მაჩაბელი
etaloni.ge-თან საუბარში აღნიშნავს, ახალი, ამბიციური პროექტი განათლების სისტემაში არსებულ უმთავრეს გამოწვევას ზედმიწევნით პასუხობს. დღეს კი საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი შვილის განათლების პროცესში მშობლების ჩართვაა, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმებს ახორციელებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებს და ახალი პროექტის წარმომადგენლებს შორის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილი პროექტის, იზრუნე.გე-ს მიზნები თანხვედრაშია. ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე“- გიორგი მაჩაბელი „ეტალონს“ საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
„izrune.ge-ს ძალიან ამბიციური მიზანი აქვს, რომ შვილების განათლებაში მშობლების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. მშობლების ჩართულობის გაზრდა შვილების განათლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმ ახალი რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს“- აცხადებს გიროგი მაჩაბელი „ეტალონთან“ საუბარში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.
განაგრძეთ კითხვა