10 ნოემბერი, 2017
ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში!- ეს კავშირი გენის დონეზეა!
ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - წერს ჟურნალი „Etapa Infanti". ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის.
ეს კავშირი გენის დონეზეა!
ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ. რადგან მშობლებიც ხომ თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი როგორც ფიზიკურად, ასევე ნიშან-თვისებებითაც ჰგავს ბებია-პაპას ან სხვა წინაპრებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი - უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ.
მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უდიდესი როლი აქვთ ბებია-პაპას ბავშვის "ემოციური ინტელექტის განვითარებაში".
სპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია, ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის (გოგონას შვილის) განვითარებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.
გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება ზერელედ მოექცე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან თქვენ არა მარტო საკუთარ თავს აყენებთ ზიანს, არამედ თქვენს მომავალ თაობებსაც.