13 ნოემბერი, 2017
ავსტრალიაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მეცხოველეობას სწავლობენ
ავსტრალიაში განათლება ქვეყნის ხელისუფლების მუდმივი საზრუნავია. ავსტრალიის განვითარების წამყვანი დარგები ოდითგანვე სოფლის მეურნეობა და მეცხვარეობა იყო. ექსპერტების დაკვირვებით კი, თანამედროვე ახალგაზრდებს ეს სფეროები აღარ აინტერესებთ. ამ პრობლემების კვლევით სპეციალურად შექმნილი ავსტრალიური საბჭო დაკავდა.
კვლევაში სოფლისა და ქალაქის 61 სკოლამ მიიღო მონაწილეობა, სულ 900 მოსწავლე. შედეგები შოკის მომგვრელი აღმოჩნდა – მეათეკლასელთა 40%-მა განაცხადა, რომ ბამბა ცხოველული წარმოშობისაა, მეათეკლასელების 13%-მა და მეექვსეკლასელების 27%-მა კი იოგურტი მცენარეულ პროდუქტს მიაკუთვნა.
აქედან გამომდინარე სპეციალისტებმა განათლების სისტემაში, შეიმუშავეს პროგრამა, რომლის მიხედვითაც სკოლებში, საშუალო განათლების ერთ-ერთ მთავარ დარგად სოფლის მეურნეობა და აგრარული საკითხებია. სკოლის მოსწავლეები მეცხოველეობასაც კი სწავლობენ.