14 ნოემბერი, 2017
ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება
„სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება,“- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. ყოფილი მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ეს კომპონენტი უკვე დასრულდა.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სკოლებში აუცილებლად გაგრძელდება, რაც შეეხება ვაშლების კომპონენტს, ის უკვე დასრულდა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა.
თბილისის სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება 4 ოქტომბერს დაიწყო.