14 ნოემბერი, 2017
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ
თანამდებობა დატოვა.
როგორც თემურ თორდინავამ განაცხადა,
პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, 13 ნოემბერს დატოვა. რაც შეეხება
იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს მის ნაცვლად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს,
თემურ თორდინავა ამბობს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„საკუთარი
სურვილის საფუძველზე დავწერე განცხადება, რომ დავტოვო ბაგა-ბაღების
მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. სად გავაგრძელებ მუშაობას,
ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგანაც მაქვს კონკრეტული გეგმები“, -
განაცხადა თორდინავამ.
ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს
უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან
თანამშრომლობის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.