izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
16 ნოემბერი, 2017
izrune.ge - მოსწავლეთა ტესტირების ახალი ინოვაციური საიტი
ერთ თვეზე მეტია, რაც ახალი საიტი izrune.ge - ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა. საიტის უნიკალურობიდან გამომდინარე, მოსწავლეების და მშობლების ყურადღება მალე მიიქცია და პოპულარულობაც მოიპოვა. როგორ დაეხმარება საიტი მოსწავლეს სასწავლო პროგრამის უკეთ ათვისებაში და როგორი იქნება მშობლების ჩართულობა შვილის სწავლა-განვითარების პროცესში, ამის შესახებ საიტის მენეჯერს თიკი ტყეშელაშვილს ვესაუბრეთ.

საუბარი დავიწყოთ izrune.ge -ს იდეით, რას მოიცავს ეს პროექტი და რატომ უნდა ჩაერთვნენ მასში სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები?

izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ მშობლებს, და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.

მშობლების ჩართულობა კიდევ რას მოიცავს?

გარდა იმისა, რომ მშობელს აქვს საშუალება თვალყური ადევნოს შვილის მიღწევებს დეტალური სტატისტიკა-ისტორიის გვერდიდან, ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ცხადდება შვილებზე ზრუნვის დღედ. ამ დღეს მშობელი (ოჯახის წევრი) უნდა მიუჯდეს გვერდით თავის შვილს და თვალი მიადევნოს, როგორ შეასრულებს ბავშვი ტესტს. წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ოჯახს აქვს საშუალება მიღებული დიპლომი გააზიაროს სოციალურ ქსელში, შეინახოს ან ამობეჭდოს, გააკრას კედელზე, იამაყონ შვილის მიღწევით, წარმატებით და ეს მოხდება ყოველი თვის ბოლოს, ანუ ოჯახს ექნება საშუალება თვალყური მიადევნოს შვილის განვითარების სრულ სტატისტიკას და იამაყოს მისი მიღწევებით. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს  შვილებზე ზრუნვის დღეებია 26 ნოემბერი და 31 დეკემბერი.
დეტალური სტატისტიკა-ისტორიის გვერდიდან მშობელს აქვს საშუალება თვალყური ადევნოს შვილის/შვილების განვითარებას და წინსვლას. მისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის, როდის გაიარა ბავშვმა ტესტი, რამდენი ქულა აიღო, რამდენი დრო დასჭირდა ტესტის შესავსებად, რამდენი სწორი პასუხი ჰქონდა, რამდენი არასწორი, რამდენ კითხვაზე შეიკავა თავი, რა არის მისი საუკეთესო შედეგები და ა.შ.

თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ორდენების და დიპლომების შესახებ, რა სახის იქნება და ტესტირების რომელ ეტაპზე მიიღებენ მოსწავლეები?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ბავშვის წახალისება, საიტზე დავნერგეთ ორდენების სისტემა, რასაც მოსწავლე იღებს და აგროვებს სხვადასხვა წარმატების დროს, მაგალითად, ტესტში ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მას ენიჭება შესაბამისი ორდენი, თუ ტესტის ყველა კითხვას სწორად უპასუხა, მისი ორდენიც შესაბამისად დაწინაურდება, თუ მესამედაც სწორად უპასუხა, ისევ დაწინაურდება და ა.შ, ან მაგალითად სავარჯიშო ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მას ენიჭება შესაბამისი ორდენი, შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში ასევე შესაბამისი ორდენი და ა.შ. რაც შეეხება დიპლომებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ცხადდება შვილებზე ზრუნვის დღედ, რა დღესაც მშობელი გვერდით მიუჯდება შვილს და თვალს ადევნებს მის მიერ შემაჯამებელი ტესტის შესრულებას, აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს აქვს საშუალება მიღებული დიპლომი გააზიაროს სოციალურ ქსელში, შეინახოს ან ამობეჭდოს, გააკრას კედელზე, იამაყოს შვილის მიღწევით და მის წარმატებებს ყოველი მომდევნო თვის დიპლომი მიამატოს.

მათ, ვინც 10 თვის შემაჯამებელი ტესტების შედეგებით დააგროვებს სამ ოქროს დიპლომს, გაეგზავნება სპეციალური დაბეჭდილი დიპლომი და წამახალისებელი საჩუქრები  izrune.ge  -სგან.

რა პერიოდულობით განახლდება ტესტები და როგორ გაიგებენ ამის შესახებ მოსწავლეები?


კითხვების ბაზის შევსება ხდება ყოველდღიურად. ყოველდღე მოსწავლეს დახვდება განახლებული ტესტები, დამატებული კითხვებით. ტესტები არის მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი შვილი არის მეხუთე კლასში, მას მიუვა ტესტი, რომელიც აგებულია როგორც განვლილ, ასევე ახალპროგრამაზე. ტესტი მზადდება სპეციალური ალგორითმით და არის უნიკალური, ანუ ის ტესტი, რომელსაც შეასრულებს თქვენი შვილი, საქართველოში სხვა არც ერთ მეხუთეკლასელს არ ექნება. 20-კითხვიანი ტესტი მოიცავს ყველა საგნის კითხვებს, შეწონილი რაოდენობით. კითხვების ნაწილი იქნება განვლილი მასალიდან, რათა ჰქონდეს საშუალება გაიმეოროს, გაიხსენოს და გაიმყაროს უკვე ნასწავლი საკითხები. პირველ ეტაპზე საიტზე დამატებულია მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები, დანარჩენი კლასის ტესტების დამატება მოხდება ეტაპობრივად, ძალიან მალე.

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ რა პერიოდულობით უნდა ესტუმრონ  izrune.ge  -ს?

ჩემი რჩევა იქნება ყოველდღიურად ესტუმროთ საიტს. საიტზე არის ორი სახის ტესტი: სავარჯიშო და შემაჯამებელი. სტრუქტურა ორივესი ერთნაირია, შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს და თუ პასუხისგან თავი შეიკავა, ანუ კითხვა გამოტოვა - 2 ქულა ემატება. სავარჯიშო ტესტის შესრულება მოსწავლეს შეუძლია ყოველდღე, ხოლო შემაჯამებელი ტესტის აქტივაცია ხდება ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს – შვილებზე ზრუნვის დღეს.

აუცილებელია თუ არა ერთდროულად მოსწავლისა და მშობლის რეგისტრაცია?

საიტზე რეგისტრირდება მშობელი და არეგისტრირებს ბავშვს/ბავშვებს. რეგისტრაციის ფორმა ძალიან მარტივია და გადახდის ასევე მარტივი სისტემა უფრო კომფორტულს ხდის ჩვენი საიტით სარგებლობას. ერთ თვიანი პაკეტის ღირებულება არის 9 ლარი, თუ მომხმარებელი 3-თვიან პაკეტს შეიძენს, მაშინ მოქმედებს ფასდაკლება და პაკეტის ღირებულება ამ შემთხვევაში იქნება 19 ლარი, 6-თვიანის შემთხვევაში 39 ლარი და 10 თვიანი პაკეტი ყველაზე ხელსაყრელია, მისი ღირებულება არის 59 ლარი.



რას ამბობენ ჩვენზე