მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ყველა მეწარმეს, განსაკუთრებით ახალ თაობას უნდა შეეძლოს კომპიუტერული პროგრამირების ენის გაგება.
პროგრამირება მალე ისეთივე მნიშვნელოვანი უნარი გახდება, როგორიცაა წერა და კითხვა.
გთავაზობთ ონლაინ პლატფორმებს, სადაც პროგრამირების შემსწავლელ კურსებს სახლიდან გაუსვლელად გაივლით:
Codecademy- უფასო პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს რამდენიმე ონლაინ გაკვეთილს ცოდნის სხვადასხვა დონის შესაბამისად.
Treehouse- ვებ-გვერდიფართო სფექტრის პროგრამირების სერვისებს გვთავაზობს.
Udemy- ონლაინ საგანმანათლებლო ვებ-გვერდი პროგრამირების რამდენიმე კლასს გვთავაზობს.
BlackGirlsCode.com- ის მიზანია დაეხმაროს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერინგის და მათემატიკის პროფესიის აფრო-ამერიკული წარმოშობის გოგონებს წარმატების მიღწევაში.
CoderDojo.com-ს მოხალისეების მიერ ჩატარებული სესიებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირება და ასევე მოუსმინონ ტექ-კომპანიების ტურებზე მიწვეულ სპიკერებს.
CodeSchool.com- ონლაინ კურსების ფართო სპექტრი პროგრამირების სხვადასხვა ენაში, დიზაინსა და ვებ- დეველოპინგში.ComputerClubhouse.org- ყოველწლიურად 25,000-ზე მეტ დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდას ეხმარება ისწავლონ საკუთარი თავის კრეატიულად გამოხატვა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით.
GeneralAssemb.ly- გვთავაზობს პროგრამირების კურსებს თავის კამპუსებში მსოფლიო სმასშტაბით.
GirlDevelopIt.com- საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყველა ასაკის, რასის, შემოსავლის და განათლების დონის ქალბატონებს უტარებს ინსტრუქტაჟს და უწევს მენტორობას მობილური აპლიკაციების და ვებ-დეველოპმენტისთვის საჭირო უნარების შესაძენად.
GirlsWhoCode.com- სპეციალურად შექმნილია 13-17 წლის ასაკის გოგონებისთვის.
Udacity.com: Stanford University-ის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმა Udacity ერთ-ერთია უამრავი საიტიდან, რომელიც უფასოდ გთავაზობთ საუნივერსიტეტო დონის კურსს კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას.