26 დეკემბერი, 2017
მოზარდებმა გაზიანი სასმელები არ უნდა დალიონ -რატომ იწვევს ეს აგრესიას
ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მოზარდებში აგრესიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზანი გაზიანი სასმელებია. კვლევების თანახმად, მათი დიდი რაოდენობით მიღება ისეთივე აგრესიულ გამოვლინებებს იწვევს, როგორსაც - ალკოჰოლი.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 1878-მდე მოზარდმა მიიღო. აქედან დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლე იყო. მათ სათითაოდ ჩაუტარეს ტესტირება და ჰკითხეს, თუ რამდენ ქილა გაზიან სასმელს მიირთმევენ შვიდი დღის განმავლობაში.
შედეგები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: როგორც გაირკვა, მოზარდების 24%, რომლებიც ყველაზე მეტ გაზიან სასმელს იღებდნენ, ატარებდნენ ცივ იარაღს.ექიმების დასკვნით, ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი კოფეინი, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს მოზარდებზე.
მართალია, გაზიანი სასმელების უმეტესობა კოფეინს მცირე დოზით შეიცავს.
ეს მცირე დოზა კი შეიძლება დასაშვებზე საკმაოდ მეტი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბევრ გაზიან სასმელს სვამს.
კოფეინი ტვინის სტიმულატორია და არ არის გამორიცხული, საკმაოდ მძიმე შედეგებიც გამოიწვიოს - მაგალითად, ტვინის სტიმულირებამ შესაძლოა ადამიანს აზროვნებაც დააკარგვინოს რაღაც მომენტში.