მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
21-ე საუკუნეში, თითქოს ბავშვები ისეთი მორცხვები აღარ არიან, როგორც ადრე, მაგრამ მშობლების დიდი ნაწილი მაინც წუწუნებს პატარების ზედმეტ სიმორცხვეზე. გთავაზობთ რჩევებს, როგორ დაეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში.
1. ამის გამო არ უსაყვედუროთ და საზოგადოებაში მისი სიმორცხვე ზედმეტად არ შეიმჩნიოთ.
2. არ მოუყვეთ საშინელებები თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ბავშვს ამის გამო.
3. ყოველთვის წინა პლანზე წამოწიეთ მისი ხასიათის დადებითი შტრიხები და ამის გამო შეაქეთ.
4. არ აიძულოთ თამაში, ან საუბარი და არ შეარცხვინოთ თანატოლებთან.
5. ეცადეთ, სახლში ბევრი ესაუბროთ, ეთამაშოთ სხვადასხვა სახის თამაშები და შეცვალოთ პერსონაჟები.
6. არ დატოვოთ უცხო გარემოში ან უცხო ადამიანებთან მარტო.
7. აუხსენით მასწავლებელს მისი პრობლემების შესახებ და სთხოვეთ, მისცეს საშუალება გამოავლინოს საუკეთესო უნარები.
8. გაუზიარეთ პირადი გამოცდილება, ეს ძალიან დაეხმარება ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში.
9. ყოველ დილას ქებით გაუშვით ბაღში ან სკოლაში და განაწყეთ წარმატებისთვის.