მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ხშირად მშობლები ბავშვებს ადრეული ასაკიდან აჩვევენ ტექნოლოგიურ სიახლეებს და უფლებას აძლევენ დიდი დრო გაატარონ პლანშეტებთან ან კომპიუტერთან. ხანდახან პატარებს საათობით უჭირავთ ხელში მშობლის მობილური ტელეფონი და სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ ან დაუსრულებლად უყურებენ მულტფილმებს.
მშობლები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ დროთა განმავლობაში ბავშვი ამ გზით რეალურ სამყაროს სწყდება და ვირტუალურში ინაცვლებს. რთულია მასთან კომუნიკაცია და პირველ რიგში ეს ძილის დარღვევაზე აისახება. ხანდახან ბავშვები ღამე იმ გმირების სახელებსაც ყვირიან, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში უყურებდნენ.
ეს უკვე განგაშის სიგნალია, მაგრამ რადიკალური ჩარევა და აკრძალვა შეიძლება უფრო უარესი აღმოჩნდეს, ბავშვი ეტაპობრივად უნდა დააბრუნოთ რეალურ სამყაროში.
შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსი ერთ-ერთი იყო, რომელიც თავის შვილებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა.
ხანდახან მშობელი უბრალოდ ინტუიციურად ხვდება, რომ პრიალა ეკრანები ბავშვებზე ნეგატიურად ზემოქმედებს — როდესაც მათ პლანშეტებს/ტელეფონებს ართმევენ, აგრესიულ ქცევას და გონების გაფანტვის სინდრომებს ავლენენ;
იPად-ები, სმარტფონები და Xბოხ-ების გადამეტებული გამოყენება უკვე მიეკუთვნება ციფრული ნარკოტიკის კატეგორიას. ტელეფონის სქროლვის ინსტინქტი ტვინის ფრონტალურ ქერქს აღაგზნებს. ტვინის ეს ნაწილი აღმასრულებელ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი — იმპულსების კონტროლიც სწორედ აქედან ხდება.
ასე რომ, თუ შენი შვილის განსაკუთრებით დიდ დროს ატარებს ტექნიკასთან წარმოიდგინე, რომ ბავშვი ამ ელექტრონულ მოწყობილობაზე დამოკიდებული ხდება! ამიტომ, ნუ გაგიკვირდება, პლანშეტის გამორთმევისას გაღიზიანებას თუ გამოხატავს. ასობით კლინიკური კვლევა ცხადყოფს, რომ ეკრანი დეპრესიას, შფოთვას და აგრესას იწვევს და როდესაც ვიდეოთამაში ადამიანს რეალობისგან სრულიად წყვეტს.
ცნობისათვის, მსოფლიო პედიატრთა აკადემიის 2015 წლის განაცხადზე დაყრდნობით, 8-იდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები სხვადასხვა ციფრულ მედიასთან დღეში 8 საათს ატარებენ, თინეიჯერები კი ეკრანებს 11 საათს უთმობენ. ყოველი მესამე ბავშვი პლანშეტებს და სმარტფონებს მოიხმარს მანამ, სანამ ლაპარაკს დაიწყებს.
გამოსავალი
აუხსენი ბავშვს გულახდილად, რატომ არ არის სასურველი ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. პირადი მაგალითის საშუალებით აჩვენე, რომ შესაძლებელია ადამიანი სხვა უფრო საინტერესო რაღაცებით გაერთოს. ეთამაშე შვილს ყოველ საღამოს, მოუყევი ასაკის შესაბამისი ზღაპრები, ამბები, წაიკითხეთ, დახატეთ ერთად. შესაძლებელია ერთი კვირის მანძილზე მისი ყურადღების მიქცევა გაგიჭირდეთ, მაგრამ არ დანებდეთ. თუ სწორად მიაწვდით ინფორმაციას, თქვენი შვილი აუცილებლად დაუბრუნდება რეალურ სამყაროს.