13 ოქტომბერი, 2017
„უკვე იმატა ვირუსული ინფექციების რიცხვმა…'' - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვირჩევს
„მოგესალმებით, გეთანხმებით უკვე იმატა ვირუსული ინფექციების რიცხვმა… ჯერჯერობით საპანიკო არაფერი გვაქვს, დაიცავით ჰიგიენის წესები, მოარიდეთ პატარები ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ყოფნას, დაალაგეთ ოთახები სველი წესით, ხშირად გაანიავეთ, მიიღეთ მეტი სითხე და ვიტამინებით მდიდარი საკვები, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში იხმარეთ ნიღაბი, არ წაიყვანოთ ავადმყოფი ბავშვი ბავშვთა დაწესებულებაში…
არსებობს ცხვირზე მოსასმელი მაზები, რომლებიც ნაწილობრივ იცავს ვირუსებისგან… მაგრამ, როგორც ყოველთვის, გრიპის ეპიდემიის მოლოდინი დეკემბრის თვისთვისაა, თადარიგი ეხლავე დაიჭირეთ და აცერით ბავშვები გრიპზე, მიაკითხეთ თქვენს ოჯახის ექიმებს ოქტომბრის ბოლომდე… მე, პირადად, წელს ჩემს ბავშვებს აუცილებლად გავუკეთებ ვაქცინას და მეც ავიცრები… ჯანმრთელობას გისურვებთ.” - წერს ინგა მამუჩიშვილი.