13 ოქტომბერი, 2017
''სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და ''ჩქარ-ჩქარა არ ჭამონ,'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
''ჩვენ როდესაც ვსწავლობდით ვახერხებდით 20-წუთიანი შესვენებების შემდეგ სწავლისკენ დაბრუნებას, ახლაც აუცილებლად შეძლებენ მოსწავლეები. ყველაზე მნიშვნელოვანია, წახემსებას ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ ჩქარ-ჩქარა არ ჭამონ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. დიდი შესვენების მთავარი მიზანი ესაა - ნელა და მშვიდად წახემსება,'' - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიდი შესვენების აღდგენა მაისის თვეში დაანონსა, შესაბამისი ბრძნება კი ეროვნულ სასაწავლო გეგმაში სექტემბერში შევიდა ძალაში.