16 იანვარი, 2018
10 საინტერესო ფილმი სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის
ფილმების ყურება ყველას უყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად ეს მოზარდობის ასაკში, როცა გოგონები ცხოვრების არსში ერკვევიან და ყველაფერი აინტერესებთ. გთავაზობთ, ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც გამორჩეულად უყვართ თინეიჯერ გოგონებს.
1. A Cinderella Story (კონკიას ამბავი) - გათანამედროვებული ვერსია კონკიას ისტორიის, თინეიჯერ გოგონებს განსაკუთრებულად დაგაინტერესებთ, რადგან მოქმედება მეოცე საუკუნეში ხდება.
2. Wild Child (ველური ბავშვი) - 16 წლის პოპი მური გათამამებული და თავის თავზე შეყვარებული გოგონაა მდიდარი ოჯახიდან, რომელიც ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. როდესაც პოპის მორიგი წვეულება კვლავ სკანდალით სრულდება, მამა მას მკაცრი წესების მქონე ინგლისურ სკოლაში აგზავნის.
3. The Lizzie Mcguire Movie
(ლიზი მაგუარის ისტორია) - ცამეტი წლის სკოლის მოსწავლე ლიზი მაგუაიერი და მისი მეგობრები გორდო, კეიტი და ესანი აპირებენ მაგარი დროის გასატარებლად მათი იტალიაში გამგზავრების დროს.
4. Material Girls (რეალური გოგონები)
- დებმა ავე და ტანზე მარჩეტებმა მამისგან მრავალმილიონიანი მემკვიდრეობა და წარმატებული კოსმეტიკური ფირმა მიიღეს. მათი ცხოვრება საინტერესოა თინეიჯერი გოგონებისთვის.
5. Aquamarine
(აკვამარინი) - თორმეტი წლის დაქალები მთელ თავისუფალ დროს კლუბში ზღვის სანაპიროზე ატარებენ. ერთხელაც შტორმის შემდეგ კლუბის აუზში ისინი შემთხვევით პოულობენ ქალთევზას სახელად აკვამარინი.
6. Mean Girls (ცუდი
გოგონები) - კენდი ჰერონმა ბავშვობა აფრიკაში თავის ბოტანიკოს მშობლებთან გაატარა და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი იცის ჯუნგლების კანონის შესახებ.
7. Camp
Rock (მუსიკალური არდადეგები) - მთავარი გმირი მიჩი ისეთ ბანაკში ჩადის სამუშაოდ, სადაც მდიდრების შვილები ისვენებენ. ყველანი ერთად მღერიან, ცეკვავენ და მრავალ კონკურსში მონაწილეობენ, მაგრამ...
8. The
Parent Trap (მახე მშობლებისთვის)- ჰოლი პარკერიმზიან კალიფორნიაში იდეალურ მამასთან ერთად ცხოვრობს. მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს.
9. New
York Minute (ნიუ იორკის გაელვება) – ფილმი 17 წლის ტყუპი დების, ჯეინის და როქსის რაიანების თავგადასავლების მხიარული ისტორიას მოგვითხრობს.
10. Legally
Blonde (ქერათმიანი
ადვოკატი) - ელი ვუდსს ყველაფერი ჰქონდა. მისი სკოლის ქალური ორგანიზაციის პრეზიდენტობა, ჰავაის ტროპიკული გოგონას სახელი კამპუსის კალენდარში და ამ ყველაფრის გარდა ბუნებრივი ქერა იყო. მაგრამ უორნერს ერთი რამ აფერხებდა: ელი ზედმეტად ქერა იყო მისთვის.