მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ბავშვების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე იწყებს სპორტის სხვადასხვა სახეობებზე სიარულს. ამ პერიოდში მშობელი განსაკუთრებულად აქტიურად ერევა შვილის არჩევანში და ხშირად ბავშვი ზრდასრულ ასაკამდე სპორტის რამდენიმე სახეობის შეცვლას ასწრებს.
გთავაზობთ,
სპეციალისტის რეკომენდაციებს, ბავშვი რა ასაკში, სპორტის რომელ სახეობაზე შეიძლება
შევიყვანოთ.
ტანვარჯიში 6 წლიდან - სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა, ძირითადად პოპულარულია
გოგონებში.
ცურვა მშობელთან ერთად 3 წლიდან - ვითარდება კუნთები და ბავშვებს ემატებათ შეგრძნებები.
ფიგურუელი სრიალი 5 წლიდან - ბავშვს უვითარებს კოორდინაციას და ამაგრებს კუნთებს.
ფრენბურთი 8-10 წლიდან - ამ დროს უვითარდებათ სიზუსტისა და სწრაფი რეაქციის უნარი.
ფეხბურთი 6 წლიდან - ვითარდება ფეხის კუნთები.
კალათბურთი 8-9 წლიდან - სასარგებლოა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის.
კრივი 12-13 წლიდან - უვითარდებათ მუსკულატურა, კოორდინაცია და უყალიბდებათ სწრაფი
რეაგირების უნარი.
ჩოგბურთი 5 წლიდან - უვითარდებათ სისწრაფე და სწრაფი რეაგირების უნარი.