მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დღეს, მშობლებისგან ხშირად გაიგებთ, რომ მათი სამი წლის შვილი უკვე ინგლისურად საუბრობს და ამის სწავლა კომპიუტერის საშუალებით მოახერხა. რამდენად სწორია ადრეულ ასაკში ბავშვმა ახალი ენები ისწავლოს და როგორ უნდა მოხდეს ეს სწორად, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
უცხო ენების შესწავლა ბავშვის გონებისთვის იდეალურია, რადგან უვითარებს მეხსიერებას, ხელს უწყობს კონცენტრაციის უნარის გამომუშავებას და ეხმარება უკეთ აზროვნებაში. როგორც კვლევებმა აჩვენა, მშობლები პირველ უცხო ენად ხშირ შემთხვევაში ინგლისურს ირჩევენ. რადგან მისი გამოყენება ბავშვს მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია.
თუ გინდათ, რომ თქვენი შვილისთვის ნამდვილად რაიმე უჩვეულო და სასარგებლო რამ გააკეთოთ, შეარჩიეთ მისთვის იაპონური ენა.ენის შესწავლის დროს აქტიურად ჩაერთვება ტვინის ორივე ნახევარსფერო და ბავშვი ყოველმხრივ განვითარდება.
თუ თქვენს შვილს სიმღერა კარგად გამოსდის და ხვდებით, რომ მუსიკალური ნიჭი აქვს, არჩევანი გააკეთეთ ჩინურ ენაზე - მას ხომ მომავლის ენასაც უწოდებენ.
თუ ბავშვი წესრიგის მოყვარულია და თან საკმაოდ ბეჯითი, შეურჩიეთ მას გერმანული ენა.
იმ შემთხვევაში კი თუ გინდათ, რომ უბრალოდ ახალი ენა შეისწავლოს, ინგლისური ენა იდეალურია.
თუ ოჯახში მხოლოდ ქართულად საუბრობთ, ბავშვმა ახალი ენის შესწავლა 3 ან 5 წლიდან უნდა დაიწყოს, ამაზე სპეციალისტების განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ თავად გადაწყვიტეთ, ბავშის განვითარების მიხედვით.
მაგალითად თუ თქვენს შვილს, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯერ კიდევ მშობლიურ ენაზე აქვს, მაშინ ჯობია ლოგოპედს მიმართოთ და ახალი ენის შესწავლამდე ეს პრობლემა აღმოფხვრათ.