მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
XXI საუკუნის ყველაზე საშიშ სენად კომპუტერზე და კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას მიიჩნევენ. როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში დღითიდღე მატულობს მოზარდთა რიცხვი, რომლებიც ვირტუალურ სამყაროში მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ დროს ატარებენ.
ნახეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
ყოველ მეათე კომპიუტერულ მოთამაშეს (ე.წ. გეიმერს) ფსიქიკური პრობლემა აღენიშნება
კოპიუტერული თამაშების მოყვარული ახალგაზრდების, ე.წ. გეიმერების 10 %-ს ქცევითი პრობლემები აღენიშნება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ოულუს უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. ფინელი მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ კატეგორიას თამაშის პერიოდების შესაბამისად განგაშისა და მელანქოლიის დონეც მომატებული აქვს, რაც მთავარია, “ონლაინ” (ანუ ვირტუალური) ურთიერთობები უფრო ხიბლავთ, ვიდრე ადამიანებთან უშუალოდ შეხვედრა და პირდაპირი კონტაქტი.
“გეიმერებს” დაქვეითებული აქვთ კონცენტრაციის უნარი და სწრაფად დაღლაც აღენიშნებათ. ამ დასკვნამდე სპეციალისტები მივიდნენ 13-დან 24 წლის ასაკის 853 მოთამაშის შესწავლა-ანალიზით. საკვლევი ჯგუფიდან თითოეული რეგულარულად თამაშობდა სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშს.
ფსიქოლოგთა განმარტებით, ზომიერი თამაში გართობისა და განტვირთვის საშუალებაა, თუმცა, ბევრი პირისთვის ის რეალობიდან გაქცევის ერთადერთი გზა ხდება. ასეთ პირებს ცოცხალი ურთიერთობები უჭირთ, რაც საბოლოოდ ფსიქიკური პრობლემებისა და სხვადასხვა ქცევითი გადახრების მიზეზი ხდება.
ამიტომაც მშობლებმა დროულად უნდა მიაქციონ ყურადღება მოზარდთა ცხოვრებას!