მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ყველა ბავშვის საყვარელი ნუგბარი, შოკოლადი, მშობლების თავის ტკივილის მიზეზი ხშირად გამხდარა. ძნელია, შვილი აიძულო უარი თქვას ამ სასუსნავზე, როდესაც გარშემო მისი თანატოლები შოკოლადით გამომწვევად ტკბებიან. ასეთ სიტუაციებში სჯობს ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი კარგად შევარჩიოთ.
შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ნამდვილი შოკოლადი ერთ-ერთი აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია როგორც ბავშვების, ასევე დიდებისათვის, თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ როგორ შეარჩიოს ნამდვილი შოკოლადი, რა ასაკიდან მისცეს ბავშვს და რა ოდენობით შოკოლადის ჭამაა დაშვებული დღის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჰუმანას“ სამედიცინო კონსულტანტი, ნატო შენგელია გვიზიარებს.
- რას ნიშნავს ხარისხიანი შოკოლადი, რით განსხვავდება მისი შემცველობა ჩვეულებრივი შოკოლადებისგან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება?
- მსოფლიოში ორი ქვეყნის შოკოლადია გამორჩეულად ხარისხიანი - ბელგიური და შვეიცარული. ბელგიურ შოკოლადშიოდნავ მაღალია კაკაოს შემცველობა, ვიდრე შვეიცარულში. ხარისხიანი შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს ფქვილს, რადგანაც სუფთა შოკოლადის დამზადებას ფქვილი საერთოდ არ ჭირდება. ამ ინგრედიენტს საღებავებთან ერთად მასის გასაზრდელად ამატებენ. ასეთ ტკბილეულში ფქვილი მეტია, ვიდრე კაკაო.ასევე შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს კარტოფილის, ხორბლის, სიმინდის და სხვა სახამებელს .
- ნებისმიერ წარმოებაში ქიმიური დანამატები, ემულგატორები და არომატიზატორები გამოიყენება. ამ მხრივ კარგი შოკოლადი რამდენად დაცულია?
- შოკოლადს, თუ იგი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, არ ჭირდება არომატიზატორების, კონსერვანტებისა და საღებავების დამატება.შოკოლადის შერჩევისას აუცილებელია კარგად გავეცნოთ მის შემადგენლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ კაკაოს შემცველ ტკბილეულს მიიღებთ სასარგებლო ნივთიერების ნაცვლად.
- ეტიკეტმა რომ "მოგვატყუოს", ჩვეულებრივმა მომხმარებელმა როგორ უნდა გავარჩიოთ, ნამდვილი შოკოლადი უხარისხოსგან?
- შოკოლადი, თუ ნამდვილად ხარისხიანია, 20 გრადუსი ტემპერატურიდან ნელ ნელა იწყებს დარბილებას და დნობას, თუ 25-27 გრადუს ტემპერატურაზე შოკოლადი ისევ მაგარია, ესე იგი უხარისხოა და შეიცავს დანამატებს.
შოკოლადი აუმჯობესებს ტვინის უჯრედებში იმპულსების გადაცემის ხარისხს, რაც გონებრივი დატვირთვისას ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ კარგად მოქმედებს როდესაც მოზარდი ან მოზრდილი გონებრივად მუშაობს ან სწავლობს.
შავი შოკოლადი ნორმის ფარგლებში აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას განსაკთრებით მათთვის, ვისაც სისხლძარღვების შევიწროება აწუხებს.
შოკოლადი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მავნე ტოქსინების, თავისუფალი რადიკალებისა თუ სხვა ორგანიზმისათვის არასასურველი ნივთიერებების განეიტრალებაში.
ბავშვებში და მოზარდებში მაღალი ხარისხის შოკოლადის მოხმარება აუმჯობესებს კონცენტრაციას და ორგანიზმის ტონუსს, ტვინის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით დასწავლის დროს.
შოკოლადის მიღებისას ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რომელიც იწვევს ბედნიერების შეგრძნებას და წარმოქმნის პოზიტიურ განწყობას. ასე, რომ ნამდვილად ღირს კარგი შოკოლადის ჭამა.
- რა ასაკიდან და რამდენი გრამი შეიძლება ვაჭამოთ ბავშვს დღეში?
- ბავშვებისათვის შოკოლადის მიცემა 2-2.5 წლის შემდეგ პატარ-პატარა პორციებით არის რეკომენდებული, თუმცა არავითარ შემთხვევაში საღამოს ან ძილის წინ, რადგანაც შოკოლადში შემავალი კოფეინი იწვევს ორგანიზმის ტონუსის მატებას და ბავშვებს ხელს შეუშლის მშვიდად ძილში დამოსვენებაში.
საერთოდ, პატარა ასაკში სასურველია ბავშვებს არ მისცეთ კარამელიანი, ტკბილი შიგთავსიანი ან შაქრის დიდი პროცენტული შემცველობის მქონე შოკოლადი,.