მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში ნატურალური პროდუქტებისა და სუფთა გარემოს პოპულარიზაცია დიდი ხანია დაიწყო. თუ ადრე მშობლები ქალაქის ცენტრში არსებულ იზოლირებულ ბინებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ახლა ყველას სურვილია მისი შვილი ღია სივრცეში, კერძო სახლში გაზარდოს, სადაც საშუალება ექნება მცირეწლოვანი ნატურალური საკვებით გამოკვებოს და ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეუქმნას.
თუმცა, შინაურ ფრინველებთან და ცხოველებთან კონტაქტისას, ეს რჩევები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სალმონელოზით დაავადება შეიძლება არა მარტო დაბინძურებული საკვებით, არამედ ცხოველებთან და ფრინველებთან კონტაქტითაც. წიწილებს, იხვებს, ბატებს, ინდაურებს სალმონელას ბაქტერიები შეიძლება ჰქონდეთ არა მარტო ნაწლავებში, არამედ ბუმბულში, ნისკარტში, ფეხებში მაშინაც კი, როდესაც ისინი სუფთები გვეჩვენებიან. მიკრობები მრავლდება გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ: საქათმე, ბუდე, ნიადაგი და თივა. ამიტომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს არა მხოლოდ შინაურ ფრინველთან კონტაქტით, არამედ იმ გარემოსთან კონტაქტით, სადაც იმყოფება ფრინველი. სალმონელამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ და დასრულდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი შედეგითაც. პატარა ბავშვები რისკის ქვეშ არიან სალმონელოზით დაავადების მხრივ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. მათ შეუძლიათ დაბინძურებული ხელები ან საგნები ჩაიდონ პირში. ⠀
ამიტომ:
1. ცოცხალი შინაური ფრინველი უნდა იყოს ღია ეზოში ან სპეციალურ შენობაში. ნუ დაუშვებთ შინაური ფრინველის თქვენს საცხოვრებელ ფართში ყოფნას. ⠀
2. დაიბანეთ ხელები საპნით შინაურ ფრინველთან, მის კვერცხთან კონტაქტის შემდეგ. უფროსები უნდა აკონტროლებდნენ პატარა ბავშვების ხელების დაბანის პროცესს. გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება, თუკი არ გაქვთ იმ დროს წყალი და საპონი. ⠀
3. არ ჩაიხუტოთ, სახესთან ახლოს არ მიიყვანოთ, არ აკოცოთ შინაურ ფრინველს. არ ჭამოთ და არ დალიოთ შინაურ ფრინველთან ახლოს. ⠀
4. კვერცხი ხარშეთ მანამ, სანამ ცილაც და გულიც არ გამაგრდება. კვერცხის შიგნით ტემპერატურა უნდა იყოს 71°ჩ-ზე მაღალი. ⠀
5. გარეცხეთ ნებისმიერი ხელსაწყო და ნივთი, რითიც შეხება გექნებათ ფრინველთან. გამოყავით ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელსაც იხმართ ფრინველებთან შენობაში ყოფნის დროს. ⠀
6. ბავშვებმა 5 წლამდე და უფროსებმა 65 წლის ზევით, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, არ უნდა მოკიდონ ხელი ცოცხალ ფრინველს.