27 თებერვალი, 2018
ნიგერიელი „კუდიანი“ ბიჭის შეცვლილი ცხოვრება - დაუჯერებელი ფოტოები 2 წლის შემდეგ
ალბათ ყველას გახსოვთ ეს ისტორია, როდესაც 2016 წელს, თებერვალში მსოფლიო დანიელა ანია რინგერენის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მსოფლიო შეძრა. ქალმა ნიგერიის ერთ-ერთ სოფელში სასიკვდილოდ განწირული ორი წლის ბიჭი იპოვა, რომელიც ოჯახმა სახლიდან გამოაგდო, რადგან კუდიანად მიიჩნიეს.
8 თვის მანძილზე ბავშვი გამვლელების მიერ გადაგდებული ნარჩენებით იკვებებოდა. შიმშილისგან დაუძლურებული პატარას სხეული მწერების მიერ იყო დაკბენილი.
ლოვენმა ორი წლის პატარას წყალი დაალევინა, პლედში გაახვია და უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ბავშვი გადარჩა და მას ჰოუფი (იმედი) დაარქვა.
მაშინ ამ ისტორიამ ადამიანებზე განსაკუთრებულად იმოქმედა, ჰოუფის უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა და დღემდე ინტერესით აკვირდებიან როგორ განვითარდება ბიჭის ცხოვრება.
ანია ლოვენი "აფრიკელი ბავშვების სამედიცინო განათლების და განვითარების ფონდის" დამაარსებელია. ის მეუღლესთან ერთად აქტიურად ეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები სახლიდან სწორედ „კუდიანობის“ გამო აგდებენ და ხანდახან კლავენ კიდეც. ასეთი უცნაური და დაუჯერებელი შემთხვევები სამწუხაროდ ნიგერიაში საკმაოდ ხშირია.
ანიას საკუთარი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში, სადაც მის მიერ გადარჩენილ ბავშვებზე წერს. ბევრი მათგანი უკვე სკოლაშიც დადის. ოჯახისგან სასიკვდილოდ განწირული ჰოუფი კი დღეს, ძალიან ბედნიერად ცხოვრობს თავის ახალ მშობლებთან ერთად, რომლებმაც სიცოცხლე თავიდან აჩუქეს...