მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
სონია შატალოვა აუტიზმითაა დაავადებული, თუმცა მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.
აფრიკელი - ღამის საუკეთესო მზვერავი.
ქარი - ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.
ვერლიბრი- ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის.
ცოდვა- სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს.
ბავშვობა - ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.
სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.
ცხოვრება- ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.
ნაცნობობა- სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.
იმპროვიზაცია- წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით... იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.
წიგნი - ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.
ცხენი- დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.
სიბრძნე -ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.
მუზეუმი- დაკონსერვებული დრო.
მუსიკა- ღმერთის სიმღერა ადამიანის აღქმაში - ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.
აზრი- სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.
მეცნიერება- ცოდნის სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას.
ღამე- შავი ქოლგა ვარსკვლავებით.
დასვენება - მუშაობა სიამოვნებით.
გადალახვა- სულის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც გონება და სხეული ყველანაირ დაბრკოლებას დაძლევს.
თავგადასავალი- ისეთი საოცარი მოვლენა, რომელიც გცვლის შენ და შენს სამყაროს.
ჩიტი- ღმერთის განსხეულებული აზრი სიმღერასა და ფრენაზე.
როლი- ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.
რომანტიკა- განწყობა, როცა ჩვეულებრივში საოცრებას ხედავ.
ზღაპარი- სულისგან გამოგონილი ცხოვრება, სადაც რეალურობა ზედმეტია.
სიცილი- სევდიანი სულის ექიმი.
ძაღლი- ერთგულებისა და მორჩილების მყეფარე განსახიერება.
შეჯიბრება- ეს არის რაღაცის ერთობლივად კეთება იმ მიზნით, რომ გაიგო, ვინ არის უკეთესი.
მაგიდა- მოედანი, რომელზეც ვითარდება თეფშების და მასზე მოთავსებული საჭმლის ცხოვრება.
სირცხვილი- ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს.
შიში- მუხრუჭი მოქმედებისას.
სიამოვნება- როცა ცუდ ხასიათზე მყოფი ბევრი სტუმარი ქმნის საოცრებებს.
ქარიშხალი- ჭკუიდან შეშლილი ქარი.
ყური- ცოცხალ არსებებში ხმების ხაფანგი.
ფანტაზია- სულის არსებობის გასალამაზებელი ქსოვილი.
ფოტოგრაფია- დაკონსერვებული სახე.
ადამიანი- ისეთი ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გონება, მეტყველება, მოხერხებული ხელები და იმის უნარი, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.
კაცობრიობა- ეს არის ყველა ადამიანი ერთად, თუ მას განვიხილავთ როგორც ერთ დიდ მთლიანობას.
თავის ქალა- ძვლის პატარა ყუთი, რომლის ჩონჩხშიც მთელი სამყაროა მოთავსებული.
ბუშტი- კუბი კუთხეებისა და ნეკნების გარეშე.