02 მარტი, 2018
9 წლის შვილის გამო, ქართველი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში სათვალით გამოვიდა - ამაღელვებელი ისტორია
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, დათო ცაგარელი ტელეეკრანებზე და პირდაპირ ჩართვებში ერთი კვირის განმავლობაში სათვალით გამოდიოდა.
28 წლის ჟურნალისტმა ეს უჩვეულო "ექსპერიმენტი" მას შემდეგ წამოიწყო, როდესაც გაიგო, რომ მის 9 წლის შვილს, ნიკოლოზს, კლასელები სათვალის ტარების გამო დასცინოდნენ.
მართალია, მამა შვილს უხსნიდა, რომ თანატოლებისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ შვილი მაინც ძალიან ნერვიულობდა.
ამის შემდეგ გადაწყვიტა ჟურნალისტმა ეთერში სათვალით გამოსულიყო და ისე დაემტკიცებინა შვილისთვის, რომ სათვალის ტარება პრობლემას არ წარმოადგენს.
"ყველაფერი მას შემდეგ დავგეგმე, რაც ჩემმა შვილმა მითხრა: "ვერ წარმოიდგენ, როგორი რთული სათვალის ტარება'" ... - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
„მოკლედ, საკუთარ თავზე მინდოდა გამომეცადა ის, რასაც ჩემი შვილი, ნიკუშა მიხსნიდა (თვალცრემლიანი)...
ორმოცდაათი ადამიანიდან, ორმოცდაცხრის რეაქცია ასეთი იყო... „ვა, ახალი იმიჯი გაქვს?“, „ეს სიმახინჯე რა ჩემს ... გინდა?“, „ოთხთვალა გახდი შეჩემა?“, „არ გიხდება, დებილობაა“ ...... ა.შ
ერთმა მითხრა: „გიხდება“
9 წლის ასაკში ამის მოსმენა გაცილებით რთულია...“ - წერს ჟურნალისტი „ფეისბუქში“...