izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
18 ოქტომბერი, 2017
მედიკოსები განგაშს ტეხენ!- რა ხდება ორგანიზმში გაზიანი სასმელების დალევის შემდეგ?!

გიფიქრიათ კი იმაზე, რა ხდება თქვენს ორგანიზმში კოკა-კოლას, პეპსი-კოლას, ფანტას და, საზოგადოდ, გაზიანი სასმელების დალევიდან ერთი საათის შემდეგ? ალბათ, არა, თორემ დაფიქრებისთანავე, ვფიქრობ, ბევრს აღეძვრება ამ კითხვაზე პასუხის მიღების სურვილი და სათანადო ინფორმაციასაც ადვილად მოიძიებს.

ფარმაცევტმა ნირაჟ ნაიკმა შექმნა ინფოგრაფიკა, რომელიც დაწვრილებით ხსნის ამ პროცესებს. ინგლისურენოვან ინტერნეტში მას უმალვე მიეწება ვირუსი, რადგან ისტორია და ინფორმაცია დაუყოვნებლივ აიტაცეს წამყვანმა მსოფლიო გამოცემებმა. მაინც რა ხდება ორგანიზმში გაზიანი სასმელების დალევის შემდეგ?

პირველი 10 წუთის განმავლობაში: ორგანიზმი იღებს 10 კოვზი შაქრის ძლიერ დარტყმას (ცნობისათვის - ბევრი სპეციალისტი შაქრის ამ რაოდენობას სადღეღამისო ნორმად მიიჩნევს), თუმცა ადამიანი ვერ გრძნობს ჭარბ სიტკბოს - ფოსფორის მჟავა ახშობს მას.

 ბუნებრივია, იბადება კითხვა: მაშ, რატომღა უმატებენ კოკა-კოლას, პეპსის ან სხვა გაზიან სასმელებს ამდენ შაქარს? პასუხი მარტივია: ის დოფამინის (მოტივაციისა და სიამოვნების ნეირომედიატორის) მოჭარბებას იწვევს. ეს, ასე ვთქვათ, ტკბილ ნარკოტიკზე ადამიანის „შესმაა".

20 წუთის შემდეგ: სისხლში შაქრის დონე სწრაფად ეცემა. ამას განაპირობებს ინსულინის მკვეთრი გადმოტყორცნა. ღვიძლი, ცხადია, რეაგირებს ამ მეტამორფოზებზე და შაქრის ჭარბ ოდენობას ცხიმად გარდაქმნის.

40 წუთის შემდეგ: ორგანიზმი იწყებს სასმელში არსებული კოფეინის შთანთქმას. გუგები ფართოვდება, სისხლის წნევა კი იმატებს. ღვიძლი იწყებს სისხლში ჭარბი შაქრის გადმოსროლას. ადენოზინი ბლოკავს ტვინში დაღლილობის რეცეპტორებს და ძილმორეული ადამიანი ფხიზლდება.

45 წუთის შემდეგ: კოკა-კოლას, პეპსი-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების დალევის შედეგად გამოთავისუფლებული დოფამინი აგრძელებს ტვინში სიამოვნების ცენტრების სტიმულაციას. ადამიანი ჯერ კიდევ ამაღლებულ განწყობაზეა. ფიზიკურ დონეზე ეს ისევე მუშაობს, როგორც ჰეროინის შემთხვევაში.

60 წუთის შემდეგ: ფოსფორის მჟავა ბოჭავს ნაწლავებში კალციუმს, მაგნიუმსა და თუთიას. ეს გარკვეულწილად აჩქარებს მეტაბოლიზმს, მაგრამ ამავე დროს ანადგურებს კბილებსა და ძვლებს.

მოგვიანებით თამაშში ერთვება კოფეინის შარდმდენი თვისებები და ადამიანს ძალიან უნდება მოშარდვა.

კიდევ უფრო მოგვიანებით: ადამიანს კვლავ ეძალება რაიმე ტკბილის მიღების სურვილი. კიდევ დარჩა კოკა-კოლა? თუ არა, ადამიანი ეშვება, ღიზიანდება და ფუჭად ფლანგავს დარჩენილ სამუშაო საათებს.

აი, კიდევ რას აღნიშნავს ნირაჟ ნაიკი: „როდესაც ფარმაცევტად ვმუშაობდი, კარგად ვხედავდი, რა ხანგრძლივ ეფექტს ახდენდა გაზიანი სასმელების მიღება. ჩვენი კომპანიის თითქმის ყველა კლიენტი იყო პირი, რომელიც დღეში ერთ-ორ ბოთლ გაზიან სასმელს მაინც სვამდა. სამწუხაროდ, შემდეგ მათ გამუდმებით უხდებათ საგულე საშუალებების, წნევისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების შეძენა. გარდა ამისა, საბრალონი განუწყვეტლივ მკურნალობენ კბილებს და ხშირად ხდებიან მოტეხილობის მსხვერპლნი. განა ნორმალურია, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 1,6 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა იყიდება?!"

იქნებ ყურად იღოთ ნირაჟ ნაიკის ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ღირს თუ არა კოკა-კოლასა და, საზოგადოდ, გაზიანი სასმელების დალევა. იქნებ ნატურალ წვენებსა და ნაყენებზე გადაერთოთ? არ გინდათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა? იქნებ ამჯერად მაინც დაფიქრდეთ?



რას ამბობენ ჩვენზე