მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საქართველო- საფრანგეთის ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში თომას ედისონის ბავშვობის ისტორიას იხსენებს.
იყავი გმირი დედა...
(მინდა პატრა და რეალური ისტორია მოგითხროთ. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ მოგცემთ დიდ შანსს, საკუთარი შვილები დიდ ადამიანებად აღზარდოთ)
ერთხელ, ედისონი, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა...
თვითონ ვერ მოახერხა წაკითხვა, რადგან ანბანი არ იცოდა...
ბავშვი დიდხანს უყურებდა დედის ცრემლიან თვალბს.
- რას წერს ქალბატონი ნიცი? - იკითხა დაღონებულმა თომამ.
დედა დაფიქრდა. რამდენიმე წუთი ხმა არ ამუღია. შემდეგ გაუღიმა შვილს. ხელში მოკუჭული წერილი გაშალა და ხმამაღლა წაუკითხა:
- თომა გენიოსია, ყველაზე კეთილი და ბეჯითი. დიდხანს იმსჯელა სკოლის ადმინიტრაციამ და გადავწყვიტეთ გაცნობოთ, რომ ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული, რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ.
- მართლა? - გაუკვირდა პატრას.
- ჰო მართლა - უპასუხა დედამ და გულში ჩაიკრა.
***
დედა, რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო...
ედისონი მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა სადაც ეწერა: "თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში"
ედისონი დიდხანს ფიქრობდა... შემდეგ ცრემლიანი თვალები მძიმედ მოაცილა ჭერს. კალამი აიღო და დღიურში ჩანაწერი გააკეთა: "თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია"
პ.ს. თქვენი შვილის მომავალი, თქვენს ხელშია. სწორედ ამიტომ გამახსენდა და დავწერე ეს იტორია, რომ გთხოვოთ: უთხარით, შვილებს, რომ ისინი კეთილები, ჭკვიანები და პატრა გმირები და გენიოსები არიან, რმელებმაც მომავალში, საკუთარი სამშობლო გასაჭირისგან უნდა იხსნან.