მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, დღეს, ბათუმში, ლეონიძის #15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრაში მიიღეს მონაწილეობა.
200 სტუდენტისთვის გათვალისწინებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მლნ 359 ათასი ლარი გამოიყო და მისი დასრულება 2018 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
„სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობის სერტიფიკატზე დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტმა ინგა შამილიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც მოხდა საძირკველში კაპსულის ჩაშვება.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს ბსუ-ს სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
სამომავლოდ, ტერიტორიის მიმდებარეს 7 ჰექტარზე დაგეგმილია საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და კიდევ ერთი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის დაწყება“, - აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გარვცელებულ ინფორმაციაში.