მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
1. duolingo.com — ამ საიტზე ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ: ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ირლანდიური და დანიური ენები.
2. bbc.co.uk/languages/-ის მეშვეობით 40 სხვადასხვა ენის შესწავლაა შესაძლებელი გრამატიკის, ლექსიკის, თამაშების, შემეცნებითი აქტივობებისა და ტესტების გზით.
3. rosettastone.com– ეს ონლაინკურსები 35 ენის შესასწავლად იდეალურია დამწყებთათვის.
4. memrise.com — ამ შემეცნებით და გასართობ ვებ-გვერდზე ბევრი მიმართულებით შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა.
5. Lingocracy.com — შეარჩიეთ თქვენთვი სსაინტერესო შინაარსის ტექსტები და მიიღეთ პირდაპირი თარგმანი და განმარტებები.
6. FSI Language Courses – აქ მოცემული ენის კურსები ამერიკის მთავრობის მიერაა შემუშავებული.
7. InternetPolyglot.com — აქ მოცემული გაკვეთილები და თამაშები მალე ნამდვილ პოლიგლოტად გაქცევთ.
8. Babbel.com — ენის შესწავლა ამ გვერდზე სწორი თარგმანის ამოცნობის გზით შეგიძლიათ.
9. LyrnLang.com — ისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები თქვენთვის სასურველ ენაზე სიმღერების საშუალებით.
10. Forvo.com — აქ გადაამოწმებთ თუ რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვას, და ისწავლით ახალი სიტყვების წარმოთქმას უამრავ ენაზე.