16 მარტი, 2018
როგორ უნდა აღზარდოთ შვილი გენიოსად - სასარგებლო რჩევები მშობლებს
მშობლებისგან ხშირად გაიგებთ, რომ მან უკეთ იცის რა არის კარგი მისი შვილისთვის. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული წესები, რომლებსაც თუ გაყვებით, თქვენ შვილს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
1. ხშირად წაახალისეთ, ეს ხელს შეუწყობს იმის გაცნობიერებას, რომ ყველაფრის კეთება თავად შეუძლია.
2. თუ რამე საქმე დაიწყო და არ გამოსდის, დაამშვიდეთ და აუხსენით, რომ თავიდან ყველაფერი რთულია და შემდეგ ჯერზე აუცილებლად გამოუვა.
3. ხშირად შეაქეთ და ენდეთ მის გადაყვეტილებებს.
4. გამუდმებით ნუ მისცემთ შენიშვნებს რომ უწესრიგოა. ეცადეთ, უბრალოდ კომფორტს მიაჩვიოთ და შემდეგ თავად შეაწუხებს თუნდაც უაზროდ დაყრილი ტანსაცმელი.
5. ნუ დაუწყებთ უკან დევნას რომ რამე არ დაიშავოს, სადმე არ შეძვრეს ან ხელი რამეს არ ახლოს. აცადეთ, რომ დახარჯოს ენერგია.
6. უფროსების პატივისცემას ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ. ის უნდა ხედავდეს, რომ ოჯახში პირველ ადგილზე მშობლები არიან და შემდეგ სხვა დანარჩენი.
7. ნუ აცხოვრებთ აკრძალვებში და დასჯის მეთოდებს ნუ მოიგონებთ. ის თავად გააკონტროლებს საკუთარ თავს და შეცდომებზე ისწავლის.
8. შეუქეთ ნებისმიერი ქმედება, რომლითაც არავის არაფერს უშავებს. რეალურად შეიძლება სარგებლის მომტანიც არ იყოს, მაგრამ მთავარია ბავშვი ყოველთვის მოქმედებაში გრძნობდეს თავს.