21 მარტი, 2018
5 რამ, რაც მამამ ვაჟს აუცილებლად უნდა ასწავლოს
ხშირად ფიქრობენ, რომ დედას ბავშვის აღზრდაში გადამწყვეტი როლი უკავია, მაგრამ არის საკითხები, სადაც მამის სიტყვა შვილისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როცა საქმე ვაჟებს ეხებათ.
1. ასწავლეთ როგორ შეხვდეს გამარჯვებასა და მარცხს. აუხსენით შვილებს, რომ ზოგჯერ დამარცხება გარდაუვალია შემდეგი გამარჯვებებისთვის.
2. ასწავლეთ ქალების პატივისცემა - ამის მოხერხება კი ყველაზე უკეთ საკუთარი მაგალითით შეგიძლიათ. ყველა ფეხის ნაბიჯზე აჩვენეთ თქვენს შვილს რომ პატივს სცემთ ქალებს.
3. ესაუბრეთ სიყვარულზე - მოუყევით თქვენი პირველი პაემანისა და სიყვარულის შესახებ. აუხსენით, რომ ამ საკითხში აჩქარება არ ივარგებს. ასეთი დიალოგები მამა შვილს შორის ურთიერთობაში ნდობას გაამყარებს.
4. მიეცით საშუალება აღმოაჩინოს სიახლეები - ეს იქნება დამოკიდებულება სხვადასხვა თეებისადმი, სამყაროსადმი, რომელიც ერთის მხრივ, ინფორმაციულად ამოუწურავია. ამ სიახლეებით ტკბობა ასწავლეთ.
5. აჩვენეთ მაგალითი როგორ მოუაროს საკუთარ თავს - ასწავლეთ, როგორ გაიკეთოს ჰალსტუხი, გაიპარსოს, გააუთოოს პერანგი, მოამზადოს საჭმელი. ასეთი უნარების გამომუშავება ცხოვრებას მომავალში ძალიან გაუადვილებს.