izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
23 მარტი, 2018
უნდა ვაბანაოთ თუ არა ბავშვი, როცა მას ტემპერატურა აქვს ან ახველებს – პედიატრ ინგა მამუჩიშვილის პასუხი მშობლებს
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ამომწურავად პასუხობს. უნდა ვაბანაოთ თუ არა ბავშვი, როცა მას მაღალი ტემპერატურა და სურდო აქვს ან ახველებს.

„მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები, როცა მათ ტემპერატურა აქვთ, ახველებთ, სურდო აქვთ… დიახ უნდა დაბანოთ…

რატომ??? სწორედ იმიტომ, რომ კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებასთან, კანის ფუნქციებია: სუნთქვა, შეწოვა, გამოყოფა, პიგმენტების წარმოქმნა, ის მონაწილეობს თერმორეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა გამოსხივებისაგან, დაუზიანებელი კანი შეუღწევადია მიკროორგანიზმებისთვის, ბაქტერიოციდული ეფექტი ქვეითდება გადაღლის და კანის დაზიანების და დაბინძურების შემთხვევაში, კანი მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის წარმოქმნის პროცესებში…

კანი სუნთქავს და დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფს 10 გრ ნახშირორჟანგს და შთანთქავს 5 გრ ჟანგბადს, რაც ორგანიზმის აირთა ცვლის დაახლოებით 2%-ს შეადგენს, ბავშვის კანი ნაზია, თხელია, მდიდარია სისხლძარღვებით, იოლად ზიანდება, მალე კარგავს სუნთქვის ფუნქციას, თუ ფორები ჭუჭყით ივსება, ამიტომ მას სათუთი მოვლა და ხშირი დაბანა ჭირდება, რომ არ დაკარგოს სუნთქვის ფუნქცია და არ შეუწყოს ხელი ჰიპოქსიის განვითარებას…



ამიტომ თითქმის არ არსებობს დაბანის წინააღმდეგ ჩვენება (ყოველთვის იმოქმედეთ ექიმთან შეთანხმებით) ის მოსაზრება, რომ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვის დაბანა არ შეიძლება, მოძველებულია და წარულს ჩაბარდა… თუ თქვენ, სწორად შეარჩევთ წყლის ტემპერატურას, ბავშვის მდგომარეობიდან და ტემპერატურიდან გამომდინარე, პირიქით, ხელს შეუწყობთ ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას, არ არის აუცილებელი ყოველთვის დუშ-გელის, საპნის ან სხვადასხვა მცენარეული ნაყენის გამოყენება, საკმარისია უბრალო წყლის გადავლება, რომ თქვენმა შვილმა უფრო მხნედ იგრძნოს თავი, მივცეთ კანს საშუალება მაქსიმალურად ისუნთქოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ბავშვს სიამოვნებს ეს პროცესი, მერწმუნეთ, გამოჯანმრთელების პროცესიც არ დააყოვნებს…

დარეგულირდება ტემპერატურა, ცხვირის სანაციაც და ნახველის სეკრეციაც მარტივად მოხდება, მოუსმიეთ და ენდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან მედიცინის საკითხებში… ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.


რას ამბობენ ჩვენზე