26 მარტი, 2018
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი სკოლაში აგრესიულად იქცევა
მშობლებს ყველაზე დიდი დისკომფორტი მაშინ ექმნებათ, როდესაც სკოლაში დირექტორი ან კლასის დამრიგებელი იბარებთ.
არასოდეს გადადოთ ვიზიტი მათთან და დროულად გაარკვიეთ რა დააშავა თქვენმა შვილმა.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ გაარკვიეთ, რომ თქვენი შვილი აგრესიულად იქცევა და თანატოლებს ჩაგრავს?
1. ესაუბრეთ თქვენ შვილს და ასწავლეთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა. ნუ გაუბრაზდებით და სახლში არ ჩაკეტოთ. ვერც აკრძალვებით მიაღწევთ მიზანს.
2. არ გამოიყენოთ შანტაჟი, რადგან ბავშვი რომ დაინახავს შანტაჟის ძალას, ის კიდევ უფრო დაიჯერებს რომ სხვისი დაჩაგვრის უფლება აქვს.
3. დაუთმეთ უფრო მეტი დრო, რადგან ბავშვი, რომელიც სახლში მშობლებისგან უყურადღებობას გრძნობს, ცდილობს, სკოლაში ცუდად მოქცევით დაიმსახუროს საზოგადოების ყურადღება.
4. არ დაჩაგროთ, რადგან ბავშვი, რომელიც სხვაზე ძალადობს, ხშირად თავად არის ოჯახის მიერ ჩაგრული. შესაძლოა, ასეთ ბავშვს, სახლში ცუდად ეპყრობიან ან ხედავს, რომ მშობლები ეპყრობიან ცუდად ერთმანეთს და მას შიშისა და დაჩაგრულის განცდა უჩნდება.
5. ბავშვები იმას იმეორებენ, რასაც ხედავენ. თუ ბავშვზე სახლში ძალადობენ მშობლები, ან ხშირად ოჯახში უპატივცემულობასა და შეურაცხყოფას ხედავს, ბავშვი მსგავს ქცევებს სკოლაშიც იმეორებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მჩაგვრელი ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები არიან. მათ ყოველ ქმედებას აქვს მიზეზი და მათ ძალიან სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ სწორი მიმართულების ჩვენება. ნუ დატოვებ მას მარტო, რადგან მჩაგვრელსა და მოძალადეს ზრდასრულობაშიც პრობლემები ექმნება - მშობლებთან, მეგობრებთან, უცნობებთან და კანონთან!