27 მარტი, 2018
პატარა ბიჭი, რომლის წვეულებაზეც კლასელები არ მივიდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გახდა
აარონი ერთი პატარა ბიჭი იყო, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი იცნობდა, მაგრამ მისი დაბადების დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
ის ძალიან იყო შეყვარებული ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალ Stranger Things-ზე და ამიტომ დაბადების დღის თემად სწორედ ეს სერიალი შეარჩია და 8 კლასელი დაპატიჟა.
სამწუხაროდ მისი მიპატიჟება არავინ მიიღო და არცერთი სტუმარი არ მივიდა, რის გამოც ბიჭმა ძალიან მოიწყინა...
განაწყენებული აარონის დამ ამ თემაზე ტვიტერზე პოსტი დაწერა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ ისტორიის შესახებ სერიალის მსახიობებმა მილი ბობი ბრაუნმა და გატენ მატარაცომაც გაიგეს.
მსახიობებმა გულმოკლული პატარა გაამხნევეს, დაბადების დღე მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
"იქნებ შემდეგ წელს მეც დამპატიჟო" - შესთავაზა აარონს მილიმ.
"მეც მიმათვალეთ...შოკოლადის პუდინგს მოვიტან" - წერს მატარაცო.დიახ, დაბადების დღე, რომლის გამოც ბიჭი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა უცებ ბედნიერებად ექცა. მას ჰო საყვარელი სერიალის გმირები პირადად შეეხმიანნენ და მომავალ წელს, იუბილეზე სტუმრობაც აღუთქვეს.
სავარაუდოდ კლასელები ძალიან ნანობენ აარონის განაწყენებას...