izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
27 მარტი, 2018
6 კითხვა, რომლებიც მშობლებს სიცოცხლეში აუცილებლად უნდა დაუსვათ
მშობლებისგან უამრავ რამეს ვსწავლობთ, მათი განვლილი გზა მაგალითია შვილებისთვის.
თავიანთი რჩევებით, გამოცდილების გაზიარებით, მათ სურთ, რომ სწორად წარვმართოთ ცხოვრება.

გვასწავლიან და გვაძლევენ ყველაფერს რისი სწავლებაც და მოცემაც შეუძლიათ და იმასაც, რაც არ შეუძლიათ.

მაგრამ არსებობს რაღაცები რაც არ ვიცით, რისი გაგებაც გვავიწყდება, მაგრამ აუცილებელია რომ მშობლებმა გვითხრან.

მაშ ასე, 6 კითხვა, რომლებიც მშობლებს გარდაცვალებამდე აუცილებლად უნდა დაუსვათ:

1. ვინ არიან ადამიანები ძველ ფოტოებზე ? - ჰკითხეთ მათ ვინ არიან ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები, გაიგეთ მეტი თქვენი წინაპრების შესახებ. ყველა ფოტოს გაუკეთეთ წარწერა. აუცილებლად გააკეთეთ ამ ფოტოების ციფრული ვერსიები.

გახსოვდეთ, რომ ქაღალდი სამუდამოდ ვერ ძლებს.

საინტერესო იქნება თქვენი შვილებისთვის რატომ იცინიან სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი თქვენი ბაბუა და მისი მეგობრები, ფოტო, რომელზეც ფეხმძიმე ბებოა აღბეჭდილი, ან თქვენი დიდი ბებო საქორწინო კაბაში.

2. საიდან ხართ წარმოშობით? - უამრავი ოჯახი სხვა ადგილას ცხოვრობს, ფესვები კი სხვაგან აქვს. უნდა იცოდეთ რომელია მშობლიური მიწა. ამის შესახებ კი თქვენს მშობლებზე უკეთ ვერავინ გიამბობთ.

3. მოაყოლეთ მათ ოჯახის ისტორია, რომელიც სამარცხვინოდ მიაჩნიათ - ყველა ოჯახს აქვს ისეთი ისტორია, რომელზე საუბარსაც გაურბიან და ამის შესახებ არ უყვებიან შვილებს.
მაგალითად, შეიძლება არ იცოდეთ დეიდის შესახებ, რომელიც თინეიჯერობის ასაკში სახლიდან გაიქცა, ან ბიძის შესახებ, რომელიც თქვენს ბაბუას არა თქვენი ბებოსგან, არამედ სხვა ქალისგან შეეძინა და ა.შ.

4. მოაყოლეთ მათ ოჯახის საუკეთესო პერიოდის შესახებ
 
5. და სთხოვეთ გიამბონ მძიმე პერიოდზეც;


6. შეავსებინეთ მათ "წინაპრების ხე" - "წინაპრების ხე" არის ის, რისი საშულებითაც წინაპრების სახელები არ გვავიწყდება.

თუკი ასეთი ხე გაქვთ იქ შეიძლება ბაბუის ბაბუის, მისი დიდი ბაბუის, და კიდევ უფრო დიდი ბაბუის სახელიც იპოვოთ. თუ არ გაქვთ ასეთი ხე აუცილებლად დახატეთ და დააწერინეთ მშობლებს იმ წინაპრების სახელები, რომლებიც ახსოვთ, მათი ისტორია და ჩაინიშნეთ მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები.
 
იცოდეთ თქვენი ოჯახის ისტორია


რას ამბობენ ჩვენზე