29 მარტი, 2018
15 რამ, რაც ყველა დედამ თავის ქალიშვილს უნდა უთხრას
1. მოუსმინე იმ ჟანრის მუსიკას, რომელიც გსიამოვნებს. არავის მისცე უფლება ჩაერიოს შენს გემოვნებაში.
2. მერე რა თუ სხვა შენზე ლამაზია, ამის გამო ნერვიულობა არ ღირს...
3. გქონდეს ძალიან დიდი სურვილი, რომ იმოგზაურო.
4. მერე რა, თუ არ გინდა პრინცესა იყო და არც მაკიაჟის გაკეთება მოგწონს.
5. არც ის არის პრობლემა, თუ პრინცესობა გსურს და მაკიაჟი მოგწონს.
6. არ გაიცინო, როცა არ გეცინება.
7. არავის მისცე უფლება ქუჩაში შეურაცხყოფა მოგაყენოს და თუ ვინმე ასე მოიქცევა, გაეცი შესაბამისი პასუხი.
8. შენი წარმატება არ არის ჩვენი წარმატება, ის მხოლოდ შენ გეკუთვნის.
9. მაშინაც კი, თუ მაღალი ხარ, ატარე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ მოგწონს.
10. ძალიან გამიხარდება, თუ „ჯეინ იარს“ წაიკითხავ.
11. და მიუხედავად ამისა შენ თუ „ჰარი პოტერი“ მოგწონს, არაუშავს.
12. აუცილებლად უყურე სერიალ „მეგობრებს“.
13. პატივი ეცი ტრადიციებს...
14. დაძინებამდე ყოველთვის დაიბანე სახე.
15. ნუ მოინდომებ ძალიან გახდომას, ნუ დაიტანჯები დიეტით.