30 მარტი, 2018
როგორ გამოიყურებიან იდენტური ტყუპები და რა განასხვავებთ მათ სხვა ბავშვებისგან
ფოტოგრაფმა პიტერ ზელოვსკიმ რამდენიმე წელი გაატარა იდენტური ტყუპების სამყაროში და დიდი ხნის დაკვირვების შედეგად, აღიარებს, რომ ისინი უნიკალური პიროვნებები არიან.
იდენტური ტყუპები წარმოუდგენელ კავშირს განიცდიან ერთმანეთთან. ისინი ზრდასრულ ასაკში ცდილობენ, რომ გამოვიდნენ ერთმანეთის ჩრდილისგან, იცვლიან ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს, მაგრამ მიჯაჭვულობა ერთმანეთზე სიცოცხლის ბოლომდე რჩება.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ დაბადების გაცალკევებულმა ტყუპებმაც კი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში ცხოვრობდნენ ერთნაირი ცხოვრებება განვლეს.მათ ხშირად ჰყავთ ერთი და იგივე რაოდენობის შვილები, მსგავსი მეუღლეები, მოსწონთ ერთი და იგივე ტანსაცმელი, ვარცხნილობა, წიგნი და სპექტაკლი და ხშირად მსგავს პროფესიას ირჩევენ.
გთავაზობთ, პიტერ ზელოვესკის მიერ გადაღებულ საოცარ ფოტოებს.