ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ექიმების მხრიდან წყლის პოპულარიზაცია. წყალი რომ შეუცვლელია ჯანმრთელობისთვის ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მოდით, გავიგოთ, რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს მოზარდმა.
მოზრდილ ბავშვების ორგანიზმში წყლის შემცველობა 70% -ზე მეტია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ მათ ორგანიზმისთვის წყლის უფრო დიდი რაოდენობაა საჭირო.
ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე მუშაობა, ამიტომ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვს სითხის სწორად მიღება. ბალანსირებულ საკვებთან ერთად, რომელშიც ჩართულია ყველა აუცილებელი ნივთიერება (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები), ბავშვმა ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა სწორად მიიღოს საკმარისი სითხე.
გაუწყლოება და სულ მცირე სითხის დეფიციტი ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. ამ დროს ბავშვი მოდუნებულია, გადაღლილი, გაფანტული აქვს ყურადღება, უჩივის თავის ტკივილს.
მისაღები სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე.
7 წლის ასაკში - საჭიროა 95 მლ სითხის მიღება სხეულის 1 კგ წონაზე,
11 წლის ასაკში - 75 მლ/კგ,
14 წლის - 55 მლ/კგ.
14 წლის ზევით რეკომენდებულია 40 მლ/კგ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი სითხის საერთო მოცულობიდან მესამედს იღებს მაგარი საკვებიდან (ხორცი, თევზი და პური); გარდა ამისა, ორგანიზმში 300 მლ-მდე წყალი წარმოიქმნება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაჟანგვისას, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე-ღამის ნორმის ნახევარი უნდა მოდიოდეს სასმელებზე.
ამ სქემის მიხედვით 7 წლის ბავშვს, რომელიც 28 კგ-ს იწონის, სჭირდება 2660 მლ სითხე, აქედან 1330 მლ უნდა მიიღოს წყლითა და სასმელებით.
გაითვალისწინეთ, რომ მეცადინეობის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე და მეცადინეობის დამთავრებიდან 30-40 წუთის შემდეგ ბავშვმა უნდა დალიოს წყალი, ხილის ან ბოსტნეულის წვენები, შესაძლებელია ლიმონიანი ტკბილი ჩაიც...
გახსოვდეთ! რაციონიდან არ უნდა გამოირიცხოს რძე და რძის პროდუქტები.