10 აპრილი, 2018
7 რჩევა მასწავლებლებისგან, როგორ შეაყვაროთ შვილს წიგნების კითხვა
21-ე საუკუნეში მშობლები სერიოზული დილემის წინაშე დგანან. მათ სურთ, რომ ბავშვებმა ტელევიზორსა და კომპიუტერს წიგნის კითხვა არჩიოს, მაგრამ სამწუხაროს ახალ რეალობაში ამის მიღწევა მარტივი არ არის.
გთავაზობთ 7 სასარგებლო რჩევას მასწავლებლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ბავშვი წიგნს მიეჩვიოს.
1. ეცადეთ, ხშირად დაგინახოთ თქვენ წიგნით ხელში, რადგან ბავშვისთვის მშობლის მაგალითი ძალიან ბევრს ნიშნავს.
2. წიგნთან ურთიერთობას ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ. უყიდეთ ლამაზად გაფორმებული, ფერადი წიგნები. დაძნებამდე წაუკითხეთ თავად ერთი ლექსი ან ზღაპარი მაინც.
3. აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს წაკითხულზე . მოისმინეთ მისი აზრი გმირებზე და მათ მიერ ჩადენილ საქციელზე. როცა თავად დაიწყებს კითხვას, ეს საუბრები ტრადიციად აქციეთ.
4. აუცილებლად შეუზღიდეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან გასატარებელი დრო. ეცადეთ, ეს დღეში ერთ საათს არ აღემატებოდეს.
5. ესაუბრეთ იმ მწერლებზე, რომელთა წიგნებიც განსაკუთრებულად მოეწონება. რათა კიდევ გაუჩნდეს ამ მწერლების სხვა ნაწარმოების წაკითხვის სურვილი.
6. ერთად ესტუმრეთ წიგნის მაღაზიას, რათა მან თავად აარჩიოს სასურველი წიგნი. ასე მეტ პასუხიმგებლობას იგრძნობს და უფრო მეტად დაინტერესდება კითხვის პროცესით.
7. ატარეთ კინოში, თეატრში, სადაც მათ საყვარელ წიგნებზე გადაღებულ ფილმებსა და სპექტაკლებს ნახავენ.