11 აპრილი, 2018
რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ პლანშეტის გამო ბავშვებს სკოლაში
ბრიტანელი პედიატრები პლანშეტებთან დაკავშირებით შემაშფოთებელ განცხადებას ავრცელებენ. კვლევების შედეგად დამტკიცდა რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად იყენებენ პლანშეტსა და სმარტფონს კალმით წერა ძალიან უჭირთ.
მიზეზი კი ერთია, ბავშვები რომლებიც დიდ დროს ატარებენ პლანშეტთან საკმარისად არ აქვთ ხელის კუნთები განვითარებული, რომ კალამი დაიჭირონ სწორად.
კუნთების გასავითარებლად კი იდეალურია ისეთი აქტივობით დაკავება როგორიცაა: ხატვა, ფიგურების გაფერადება, ფიგურების გამოჭრა მაკრატლის საშუალებით.
პედიატრები მშობლებს განსაკუთრებულად აფრთხილებენ, რომ ის დრო, რომელსაც პატარები ტელევიზორთან ან პლანშეტთან ატარებენ, ძერწვით, ხაქტვით და ფიგურების ჭრით შეუვსონ.