16 აპრილი, 2018
როგორ უნდა აღზარდო ბავშვი ტიბეტურად - ყველაზე უჩვეულო და საინტერესო მეთოდი
არ შეიძლება ბავშვის დამცირება და შეურაცხყოფა. იცით, პატარებს რატომ სცემენ? - იმიტომ რომ ხელის შებრუნება არ შეუძლიათ - ვკითხულობთ ტიბეტურ ანდაზაში.
ტიბეტში ბავშვის აზრდის განსაკუთრებული გზები აქვთ. გთავაზობთ ამ საინტერესო მეთოდს.
5 წლამდე
ბავშვს მოექეცით ისე, როგორც მბრძანებელს. არ აუკრძალოთ არაფერი. როდესაც ცუდად იქცევა, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. თუ რამეს სერიოზულად აშავებს, ისეთი რეაქცია გქონდეთ, რომ შერცხვეს.
5-დან 10 წლამდე
ამ პერიოდში მიეცით დავალებები. მოსთოხვეთ მათი შესრულება და თუ არ შეასრულებენ აუცილებლად დასაჯეთ. ოღონდ დასჯა არ უნდა გამოიხატებოდეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
10-დან 15 წლამდე
მოექეცით მას როგორც თანატოლს. ჰკითხეთ რჩევები ნებისმიერ საკითხზე და იმსჯელეთ გადაწყვეტილებების მიღებისას მასთან ერთად.
ნუ დაუწესებთ აკრძალვებს. ეცადეთ, აქცენტი მის მიერ ჩადენილი საქმეების უარყოდით მხარეზე გააკეთეთოთ და მიახვედროთ რომ არასწორად მოიქცა.
15 წლიდან
მისი აღზრდა უკვე გვიანია. ამ პერიოდში იმას მოიმკით რასაც დასთესთ.