17 აპრილი, 2018
რა საფრთხეს შეიცავს ტეტანუსის ბაქტერია და როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები
ტეტანუსი საკმაოდ სახიფათო ბაქტერია, რომელიც ორგანიზმში შეღწევის შედეგად მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.
ტეტანუსი შეიძლება დაემართოს როგორც უფროსი ასაკის ადამიანს, ასევე ბავშვებს, ამიტომ მშობელებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
ტეტანუსის ბაქტერიას ბუნებაში დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია ცხოვრება. ის ხშირად გვხვდება მიწაში, ცხოვრების ნაკელში. ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ხვდება ჭრილობიდან და იწყებს სწრაფად გამრავლებას, პირველადი სიმპტომებია, კუნთების გაშეშება და სპაზმები.
ბავშვებში ტეტანუსის ბაქტერია შეიძლება მოხვდეს:
ჭრილობიდან ან ნაკაწრებიდან
დაზიანებული კანიდან
დამწვრობიდან
ცხოველის ნაკბენიდან
თვალის დაზიანებიდან
პირველადი სიმპტომები იწყება მეოთხე დღთიდან და პირს 21-ე დღეს აღწევს. ამ დროს, ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, უჭირს პირის გაღება, გაძნელებული აქვს სუნთქვა, მომატებული აქვს გულისცემა.
უყურადღებობის შემთხვევაში დაავადება სიცოცხლისთვის საშიში ხდება, ამიტომ გართულებების თავიდან ასარიდებლად სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ვაქცინაცია
ტეტანუსის ვაქცინაციის სრული კურსი მოიცავს ხუთ დოზას, რომლებიც ძირიტადად კეთდება შემდეგი გეგმის მიხედვით:
პირველ სამ დოზას უკეთებენ ორ, სამ და ოთხი თვის ახალშობილებს
ამას მოყვება სკოლამდელი ბავშვების ვაქცინირება დაახლოებით ოთხი წლის ასაკში
და ბოლო აცრას უკეთებენ 13 და 18 წლის მოზარდებს.
ინექციების ამ სრული კურსის შემდეგ ადამიანს ტეტანუსის წინააღმდეგ გამოუშავდება ხანგრძლივი იმუნიტეტი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, ან თქვენს შვილს გექნებათ ღრმა ან დაბინძურებული ჭრილობა, სასურველია მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას, რჩევის მისაღებად.
ტეტანუსის გართულების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ბავშვის დროული აცრა.