18 აპრილი, 2018
აბრაამ ლინკოლნის წერილი შვილის მასწავლებელს, რომელიც წლების მერეც არ კარგავს აქტუალურობას
აბრაამ ლინკოლნი აშშ-ის რიგით მე-16 პრეზიდენტი გახლდათ და პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს.
მას 4 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან სამწუხაროდ სამი მათგანი ტიფისა და ტუბერკულოზისგან 4, 11 და 18 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. მხოლოდ უფროსმა ერთადერთმა ცოცხლად გადარჩენილმა შვილმა, რობერტმა 82 წლამდე იცოცხლა.
ქერილი, რომელიც ლინკოლნმა 1855 წელს დაწერა "თავისი შვილის მასწავლებელს" მიუძღვნა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს წერილი პრეზიდენტმა საყვარელი შვილის, 5 წლის უილიამის მასწავლებლის მიუძღვნა. სამწუხაროდ, ბავშვი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წაიკითხეთ წერილი...
"... მესმის, რომ მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ყველა ადამიანი სამართლიანი და გულწრფელი არ არის, მაგრამ გთხოვთ, მას ასევე ასწავლოთ, რომ ყოველ გარეწარზე მოიძებნება ერთი გმირი, ხოლო თითოეულ ეგოისტ პოლიტიკოსზე - ერთი თავდადებული ლიდერი.
ასწავლეთ მას, რომ სადაც იარსებებს მტერი, იქ მეგობარიც გამოჩნდება. ვიცი, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ თუ შეძლებთ, იქნებ ასწავლოთ, რომ ერთი ნაშოვნი დოლარი ჯობია 5 ნაპოვნს. ასწავლეთ მას წაგების მიღება და გამარჯვებით ტკბობა.
თუ შეძლებთ, მოაშორეთ მას შური, ასწავლეთ ხმადაბალი სიცილის საიდუმლო. მიეცით საშუალება, თავიდანვე შეიგნოს, რომ ტრაბახასა და თავკერძას დამარცხება ყველაზე მარტივია და თუ შეძლებთ, დააინტერესეთ წიგნებით...
მიეცით მას თავისუფალი დრო იმისათვის, რომ შეძლოს ფიქრი ჩიტებზე ცაში, ფუტკრებზე მზის სხივებში და ყვავილებზე, რომლებიც კლდეებზეც იზრდებიან.
ასწავლეთ მას, რომ ბევრად საპატიოა, განიცადოს მარცხი, ვიდრე იყალთაბანდოს... ასწავლეთ, ჰქონდეს საკუთარი აზრებისა და იდეების რწმენა მაშინაც კი, თუკი მას ეუბნებიან, რომ ცდება... ასწავლეთ, იყოს რბილ ადამიანებთან რბილი და ხისტებთან ხისტი.
შეეცადეთ, შეასმინოთ ჩემს ვაჟს, რომ არ იაროს ბრბოს კვალდაკვალ... ასწავლეთ მას, მოუსმინოს ყველა ადამიანს, თუმცა ასწავლეთ ისიც, რომ ყველაფერი, რასაც მოისმენს, განიხილოს ჭეშმარიტების კუთხით და აიღოს გაგონილიდან მხოლოდ საუკეთესო.
თუ შეძლებთ, ასწავლეთ მას იცინოს მაშინ, როცა დარდი აქვს... ასწავლეთ, რომ არაფერი სამარცხვინო ცრემლებში არ არის. ასწავლეთ მას, იცინოს ცინიკოსებზე და მოერიდოს ზედმეტად უგემოვნოებს.
ასწავლეთ მას, გაყიდოს საკუთარი ტვინი და კუნთების ძალა უმაღლეს ფასად, მაგრამ არასოდეს ივაჭროს გულით.
ასწავლეთ, არ უსმინოს აბობოქრებულ ბრბოს, მაგრამ დადგეს მათ გვერდით და იბრძოლოს, თუ მართებულად ჩათვლის.
თბილად მოეპყარით მას, მაგრამ არა გადაჭარბებული სინაზით, რადგან მხოლოდ ცეცხლში იწრთობა მყარი ლითონი. მიეცით საშუალება, გამოიჩინოს სიმამაცე და არ იყოს მომთმენი (ყველანაირი ცუდის მიმართი)... მაგრამ იყოს მომთმენი, რათა გახდეს მამაცი.
ასწავლეთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება კაცობრიობის მიმართ უდიდესი რწმენა.
ეს მარტივი საქმე არ არის, ვიცი, მაგრამ სცადეთ... ჩემი ვაჟი ხომ ისეთი კარგია!"
აბრაამ ლინკოლნი, 1855 წ.“