23 აპრილი, 2018
რა ასაკობრივი სირთულეები ახასიათებთ 10-16 წლამდე მოზარდებს
მოზარდობის პერიოდი ბავშვებში მოიხავს 10-16 წლამდე პერიოდს. ეს არის ასაკი, როდესაც მშობლებს ყველაზე მეტად უჭირთ შვილებთან ურთიერთობა.
გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის, როგორ ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ისე სულიერი და ფსიქოლოგიური კუთხით.
11 წლის ასაკში მოზარდი მიისწრაფის თვითდამკვიდრებისკენ. ხშირად ეცვლება განწყობა, მარტივად ბრაზდება, მძიმედ რეაგირებს კრიტიკაზე და ხშირად გადადის ყვირილზე. ამ პერიოდშო გოგონებს შორის ყალიბდება ახლო ან პირიქით დაძაბული ურთიერთობები. ბიჭები კი ერთიანდებიან მეგობრულ ჯგუფებში.
12 წელი - ამ ასაკში ბავშვი ნაკლებად აგრესიულია, მაგრამ აქვს სწრაფვა დეპრესიისკენ. იწყებს მეგობრების ძიებას უცხო გარემოში. გოგონები იწყებენ მეგობრობას ბიჭებთან.
13 წელი - უყვარს მარტო ყოფნა, ამ ასაკში გააჩნია უკვე ბევრი საიდუმლო, რომლებსაც მშობლებს უმალავს. ხშირად ვარდება პანიკაში, დეპრესიაში. უჩნდება სურვილი ურთიერთობა ჰქონდეს მასზე ასაკით უფროს ან პატარა ადამიანებთან. ძნელად უგებს თანატოლებს.
14 წელი - ამ ასაკში მოზარდი ძალიან აგზნებულია. ხასიათი ხშირად ეცვლება, უპირისპირდება მშობლებს, უყალიბდება რთული ურთიერთობა დედმამიშვილებთან. ეძებს ისეთ მეგობრულ წრეს, სადაც გაუგებენ. გოგონები ინტერესდებიან საწინააღმდეგო სქესით.
15 წელი - განსაკუთრებული სწრაფვა აქვს იყოს პოპულარული. არავინ ჩაერიოს მის საქმეში და გაუცხოებას გრძნობს მშობლებთან და ოჯახთან.
16 წელი - გამორჩეულად ზრუნავს გარეგნობაზე, ხშირად იცვლის სტილს, ვარცხნილობას და ამის გამო მშობლებთან უჩნდება პრობლემები. მოსწონს მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.