25 აპრილი, 2018
საუკეთესო რჩევები მშობლებს მარია მონტესორისგან
იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე მარია მონტესორი ცნობილია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდით.
მისი განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება.
1. ბავშვებს შთააგონებს ის, რაც მათ გარშემოა.
2.თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას ისწავლის.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრობას აჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და ჩაკეტილი ხდება.
7. თუ ბავშვი უსაფრთხოების გრძნობით ცხოვრობს, მას რწმენა უვითარდება.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მთელი ცხოვრება დამნაშავედ გრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად ეთანხმებიან, ის სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად დამთმობები არიან, ის მომთმენი ხდება.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის საკუთარი თავის რწმენას სწავლობს.
12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და საკუთარ თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს იპოვის.
13. არასოდეს ილაპარაკოთ ბავშვზე ცუდი, არც მისი თანდასწრებით, არც მის გარეშე.
14. კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ კარგის განვითარებაზე შვილის აღზრდისას და საბოლოოდ, მის ცხოვრებაში ცუდის ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც შეკითხვებს გისვამთ.
16. დააფასეთ ბავშვი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ის მაშინვე ან ცოტა მოგვიანებით შეძლებს გამოასწოროს შეცდომა.
17. ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეუმჩნეველი იყავით იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს აქამდე აუთვისებელი რამ. გააკეთეთ ეს ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას, იხელმძღვანელეთ მხოლოდ კარგი მანერებით. შესთავაზეთ და დაანახეთ ბავშვს მხოლოდ ის საუკეთესო